გორის "დილა" რუსეთის პირველლიგელ "სალუტთან" ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
5 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა. ვალდას ივანაუსკასის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი, ბელგოროდის "სალუტი" იყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა: იკსტენსი, ალადაშვილი, თოთაძე, კვახაძე, ჯიშკარიანი, გვალია, მაისურაძე, არზიანი, კახელიშვილი, ლეონარდო, ჟუნიორი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აბურჯანია, მოდებაძე, ილურიძე, ლობე და არაბული.

როგორც "დილას" ვებგვერდი იუწყება, პირველ ტაიმში გიორგი კახელიშვილის შორეული დარტყმა ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ლეონარდომ ვერ გაისწორა მიზანი.

რუსები 54-ე წუთზე დაწინაურდნენ, კახელიშვილმა კი ანგარიში 70-ე წუთზე გაათანაბრა.

"სალუტი" ჩვიდმეტგუნდა
პირველ ლიგაში მე-15 ადგილზეა, თუმცა რუსეთის რანგით მეორე დივიზიონი ურიგო ლიგა არ უნდა იყოს, იქ ხომ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, პრემიერლიგაში რომ აქვს ნათამაშები.

ორი ფრე, ერთი მოგება - ამ დროისთვის ასეთია "დილას" მონაგარი თურქულ შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული