რუსთავის "მეტალურგმა" პოლონეთის ექსტრაკლასთან წააგო

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" 6 თებერვალს პირველი საკონტროლო მატჩი ითამაშა, პოლონურ "გურნიკთან" 0:1 დამარცხდა.

ზაბჟეს "გურნიკი" პოლონეთის ექსტრაკლასლიგის გუნდია და ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა.

რუსთავის "მეტალურგის" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ალავიძე, დ. საჯაია, ინწკირველი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, დობროვოლსკი (განუგრავა 83), რაზმაძე (ქავთარაძე 86), გეწაძე, მიქაბერიძე (ფიფია 25, ლობჟანიძე), ახალკაცი (ხაბელაშვილი 63), სიხარულიძე.

მიკროტრავმის გამო ამ შეხვედრაში ვერ ითამაშეს ზურაბ ბათიაშვილმა, ლევან კორღალიძემ, ანზორ სუხიაშვილმა და დაჩი ცნობილაძემ.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "მეტალურგი" 9 თებერვალს გამართავს მოლდოვურ "აკადემიასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე
იხილეთ:

სეზონის წინ მზადებისთვის რუსთავის "მეტალურგმაც" ანტალიაში შეკრება არჩია
გიორგი ყიფიანი: ყველაფერი ვიცი - მწვრთნელმა ეს არ უნდა თქვას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული