შიდაქართლელთა ახალი თავკაცი, ლიტველი ვალდას ივანაუსკასი გუნდს სამჯერადად ავარჯიშებს. რამდენიმედღიანი სინჯების შემდეგ "დილა" დატოვეს ესპანელებმა, ალვარომ და ალექსმა. ივანაუსკასმა ისინი ბრაზილიურ "გრემიო ბარუერთან" სპარინგში (2:1) გამოსცადა და ამის შემდეგ მათ სამსახურზე უარი თქვა.
სამაგიეროდ, გორელთა სამწვრთნელო შტაბს მოსწონს ლატვიელი მეკარე კასპარს იქსტენსი, რომელმაც უკვე ორ საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გრძელდება დაკვირვება კამერუნელ ლობეზე.
მორიგ ტესტ-მატჩს "დილა" 8 თებერვალს ჩეხურ "მლადა ბოლესლავთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" რუსეთის პირველლიგელ "სალუტთან" ფრეს დასჯერდა
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე ბრაზილიელები დაამარცხა