"ზესტაფონში" ესპანელი ლოსანო მოსწონთ და სენეგალელ დიაკიტე

AutoSharing Option
"ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი ახალ ლეგიონერს აკვირდება. თურქულ შეკრებაზე მყოფ ფეროელებს სენეგალელი საყრდენი პაპე აბდულაიე დიაკიტე შეუერთდა.

იგი 20 წლისაა და ბოლო პერიოდში სლოვაკური "ტრენჩინის" წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც 8 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის თავკაცი კახა კაჭარავა მის თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

რაც შეეხება "ზესტაფონში" სინჯებზე მყოფ კიდევ ორ უცხოელს - როგორც ანთალიიდან კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვაცნობა, სამწვრთნელო შტაბს 31 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი მოსწონს და დიდი ალბათობით, მას "ზესტაფონი" კონტრაქტს გაუფორმებს.

რაც
შეეხება 29 წლის სერბ მარცხენა მცველ ივიცა მილუტინოვიჩს, მის შანსებზე საუბარი 9 თებერვალს დაგეგმილი საკონტროლო მატჩის შემდეგ უფრო იქნება შესაძლებელი.

შაბათს, თბილისის დროით 17 საათზე "ზესტაფონისა" და პოლონური "ლეხიას" სპარინგი დაიწყება. ცნობისთვის, პოლონეთის 16-გუნდიან ექსტრაკლასში "ლეხია" მე-6 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

გდანსკურ კლუბს ჰყავს ბრაზილიელი, ესპანელი, ბოსნიელი, ლიტველი, სომეხი და კონგოელი ლეგიონერები.

სხვათა შორის, "ლეხიას" ღირსებას იცავს 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი ანდრეუ გერაუ, რომელმაც შარშან ნახევარი სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა.

გაირკვა "ზესტაფონის" ბოლო სპარინგ-პარტნიორის ვინაობაც - 12 თებერვალს ფეროელები ბელარუსულ ჟოდინოს "ტორპედოს" გაეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონში" კიდევ ერთი უცხოელი - სერბი ივიცა მილუტინოვიჩი ისინჯება
"ზესტაფონი" თურქეთში "ვორსკლას" დაუზავდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანდრეუ რასინგში გადავიდა
aass
12:36 09-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული