"ზუგდიდმა" თურქეთში შეკრებამდე ბოლო სპარინგ-მატჩი გამართა

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" საკონტროლო მატჩი თანაქალაქელ "ლაზიკასთან" გამართა და 2:1 გაიმარჯვა. "ზუგდიდის" შემადგენლობიდან გოლები ლაშა კუკავამ და ირაკლი ქირიამ გაიტანეს, ხოლო "ლაზიკადან" თავი ცოტნე სამუშიამ გამოიჩინა.

10 თებერვალს კი "ზუგდიდი" ანთალიაში მიემგზავრება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა შეკრებისთვის შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ლაშა ძაგანია, არჩილ მაქაცარია;
მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე, დავით გამეზარდაშვილი, ლევან აკობია, როინ ონიანი, მაკარ აქუბარდია, ილია გამრეკლიძე, რომეო კანკია, გიორგი ქვარცხავა, ნიკა ხუხია, ზურაბ მალანია;
ნახევარმცველები: ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, შოთა ლომია, ლევან წურწუმია, ვალიკო ტყემალაძე, გიორგი ხუბუა, ლევან ქანთარია,
აკაკი ფარჯიკია, ნიკა შონია;
თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია, ლაშა კუკავა, გიორგი გაბედავა, ირაკლი ეხვაია.

"ჩვენ დღეს დავასრულეთ ადგილზე შეკრება, რამაც გარკვეული წარმოდგენა მოგვცა ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების მხრივ.

იცით, რომ სრულფასოვან შეკრებას თურქეთში გავივლით და ოპტიმალური შემადგენლობის სრულ სურათს, სწორედ ეს შეკრება მოგვცემს.

რაც შეეხება ბოლო თამაშს - "ლაზიკას" არაერთი თამაში მინახავს მეორე ლიგის პირველ წრეში და კარგად შეკრული გუნდია, ვიცოდი ფეხბურთელთა შესაძლებლობები, მაგრამ დღეს კიდევ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ პირველი ლიგის საგზურისთვის ღირსეულად იბრძოლონ.

აქედან გამომდინარე, არ იქნება გასაკვირი, "ლაზიკას" 3-4 ახალგაზრდა ფეხბურთელი "ზუგდიდის" შემადგენლობაში მოხვდეს",
- განაცხადა ელგუჯა ქომეთიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდი"-"გურია" 0:0 - ნულოვანი, მაგრამ საინტერესო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული