ცხინვალის "სპარტაკი" პირველ ანთალიურ გამოცდაში დამარცხდა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკმა" ანთალიაში 8 თებერვალს პირველი ტესტ-მატჩი გამართა. შიდაქართლელები ავსტრიულ პირველ ლიგაში (რიგით მეორე ლიგა) მოასპარეზე ლინცის "ბლაუ ვაისს" გაეჯიბრნენ და 1:2 დამარცხდნენ.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდა - თორნიკე თუხარელის ფლანგური გარღვევისას საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კონსტანტინე ხიზანეიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონი თბილისის "დინამოს" დუბლებში დაიწყო, ავსტრიელთა კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიშიც ასე გაიხსნა.

მეორე ავსტრიელებმა ორივე ბოძებული საგოლე შანსი გამოიყენეს და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, თვალავაძე, ქურდაძე, ხიზანეიშვილი, თუხარელი, კილასონია, ბურძენაძე, შონია, ლემონჯავა, მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხადარცევი, ხუბეჟოვი, დარჩიევი, კაკაშვილი, მაქაცარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ცხინვალის "სპარტაკმა" თურქული შეკრება დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული