კახა კაჭარავამ "ზესტაფონიდან" ორი უცხოელი გაუშვა

AutoSharing Option
"ზესტაფონის" თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება - 12 თებერვალს ანტალიის სიახლოვეს მდებარე ბელექში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავს და მისი მეტოქე ბელორუსული ჟოდინოს "ტორპედო-ბელაზი" იქნება.

მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონის" ბანაკი დატოვეს სენეგალელმა ნახევარმცველმა პაპე დიაკიტემ და სერბმა მცველმა ივიცა მილუტინოვიჩმა.

მათ ფეროელთა სამწვრთნელო შტაბი პოლონურ "ლეხიასთან" სპარინგში დააკვირდა და როგორც ჩანს, ორივემ არასახარბიელო შთაბეჭდილება დატოვა.

ესპანელ მცველ ორიოლ ლოსანო ფარანთან კონტრაქტის გაფორმება კი, როგორც უკვე იცით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" თურქულ შეკრებაზე "ლეხიას" დაუზავდა [VIDEO]
"ზესტაფონში" ესპანელი ლოსანო მოსწონთ და სენეგალელი დიაკიტე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული