შეხვედრას თბილისური კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ესწრებოდა, რომელმაც გუნდის მზადებასთან დაკავშირებით კომენტარი "დინამოს" ოფიციალურ საიტთან გააკეთა.
"მთავარია, ყველა ძალიან მონდომებულია, რომ სეზონის განახლებას "დინამო" სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და საამისოდ გუნდს ყველა პირობა აქვს.
"ტირასპოლის" სახით საინტერესო მეტოქე გვყავდა. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, დნესტრისპირეთის გუნდები მოლდოვის ჩემპიონატში მონაწილეობენ
მისაბაძი მაგალითია. ფეხბურთს საზღვრები არა აქვს. ფეხბურთს საზღვრების გახსნა შეუძლია.
ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან თანაარსებობის გარეშე მომავალი, ალბათ, ვერ წარმოგვიდგენია. ჩვენ ხომ საერთო წარსული და საერთო მომავალი გვაქვს.
აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები საქართველოს ჩემპიონატში - შესანიშნავი იქნებოდა, აფხაზი და ოსი ფეხბურთელები ხომ ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში".
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" მოლდოვურ "ტირასპოლთან" ფრეს დასჯერდა