პირველი სახიფათო შეტევა მე-2 წუთზე მეტოქემ განახორციელა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და "დინამო" გადარჩა.
ამის შემდეგ დინამოელებმა აქტიურად შეუტიეს და ჯაბა დვალმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა: დინამოელი საჯარიმოში სამ მოთამაშეს შორის შეიჭრა, მეკარესაც აჯობა და ზუსტად დაარტყა - 1:0.
თბილისელებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ იმავე დვალის, ლაშა შინდაგორიძისა და ირაკლი ძარიას დარტყმებმა მიზანს ვერ უწია.
განსაკუთრებით სახიფათო გამოდგა გია კვარაცხელიას თავური დარტყმა, როდესაც "შერიფი" მეკარემ გადაარჩინა.
35-ე წუთზე
სამწუხაროდ, მეორე ნახევარში თბილისელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 71-ე წუთზე გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა ნიკა დიასამიძემ, რომელიც კარლეს კოტომ, ფაქტობრივად, მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა.
მერე კი მოლდოველებმა უკეთ ითამაშეს. კუთხური ჩაწოდებული ბურთი ხარიხას მოხვდა და დარტყმაზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
70-ე წუთზე მეკარე თორნიკე ზარქუამ გადაგვარჩინა, მაგრამ 78-ე წუთზე მასთან პირისპირ გროსო დარჩა და მას ვეღარ აჯობა - 1:2.
თბილისელები წაგებას მაინც გადაურჩნენ: ბოლო წუთზე ტირასპოლელთა მეკარე უხეშად შეცდა - 2:2.
დინამო-ტირასპოლი 2:2
დინამო: ლორია (46. ზარქუა) - მენდი (64. რეხვიაშვილი), კვარაცხელია (64. შაშიაშვილი), გველესიანი, გლიშიჩი (64. სეთურიძე) - ძარია (84. პაპავა), ჯიღაური (59. მილხრაუმი), პაპავა (46. ხმალაძე), მერებაშვილი (59. კოტო) - დვალი (67. დიასამიძე), შინდაგორიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"