რობერტინიო: თბილისის "დინამოდან" ბაქოს "ინტერში" წასვლა წინგადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს "ინტერში" გადასული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტინიო azerisport.com-ს ესაუბრა.

24 წლის ფეხბურთელმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა, "დინამოდან" ბაქოს "ინტერში" გადასვლა კი წინგადადგმულ ნაბიჯად შერაცხა.

"ჩემთვის აზერბაიჯანში ყველაფერი ახალია და საქართველოსგან ყველაფერი განსხვავებულია - ფეხბურთელებიც, ჩემპიონატიც და მთლიანობაში, კლუბების დონეც. მომწონს აქ.

მართალია, დიდი ხანი არაა, რაც აზერბაიჯანში ვარ, მაგრამ აქაური ჩემპიონატი უფრო ძლიერია. ეს იმიტომ, რომ აქ ბევრი გუნდია, რომლებსაც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ფეხბურთელებიც აქ უფრო ძლიერები თამაშობენ.

ვფიქრობ, "დინამოდან" "ინტერში" გადასვლა ჩემს
კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი, განვითარებას გავაგრძელებ"
, - თქვა რობერტინიომ.

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინის დაწუნებული რობერტინიო კახა ცხადაძემ დაიმატა
რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ თამაშობდა დინამოში რამდენი ხანია იყო მაგრამ ღირებული არაფერი გაუკეთებია, და მისი ეს სიტყვები რომ აზერბაიჯანის ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე ქართული გადაჭარბებულად მეჩვენება :)))
geogrands*com support
16:31 27-02-2013
0
ძალიან ტყუილსაც არ ამბობს! სასწრაფოდ კანონია მისაღები მეწარმეთა შესახებ, თორე მარტო ნიჭით შორს ვერ წავალთ! ფულია ჩასადები ფეხბურთში, თორე მართლაც გაგვასწრებენ აზერები, რომლებსაც არასოდეს დაესიზმრებოდათ ჩვენთან კონკურენცია
dato
19:16 27-02-2013
0

სიახლეები პოპულარული