გოგიტა გოგუა და გიგა ბეჭვაია გორის "დილაში" დაბრუნდნენ

AutoSharing Option
გორის "დილას" ორი ყოფილი ფეხბურთელი დაუბრუნდა - გიგა ბეჭვაია და გოგიტა გოგუა.

29 წლის გოგუა "დინამო თბილისიდან" იყო განათხოვრებული "დილაში". იჯარას ვადა შარშან დეკემბერში გაუვიდა.

გოგუა "დილაში" ხელახლა მაშინ გამოჩნდა, როცა გუნდი ვალდას ივანაუსკასმა ჩაიბარა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ გოგუა "დილას" თურქულ შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ისიც მოგვიანებით დაუბრუნდა შიდაქართლულ გუნდს.

Sportall.Ge26 წლის შუახაზელი ბეჭვაია "დილას" მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ დაშორდა.

შემდეგ რუსულ "ნეფტეხიმიკში" აპირებდა გადასვლას, თუმცა სამშობლოში დაბრუნდა და ისევ გორულ გუნდში ითამაშებს.

ბეჭვაიაც და გოგუაც "დილაში" ამ სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული