ვახტანგ კვარაცხელიამ რუსთავის "მეტალურგში" უკვე ივარჯიშა

AutoSharing Option
თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რუსთავის "მეტალურგს" კიდევ ერთი კვალიფიციური ფეხბურთელი დაემატება - 24 წლის თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია.

ამ ფორვარდმა 7 მარტს უკვე ივარჯიშა "მეტალურგში", თუმცა საქმე ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი, მისი რუსთავურ გუნდში ტრანსფერი დღე-დღეზე გადაწყდება.

კვარაცხელია ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო, თუმცა მძიმე ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა. "ტორპედო" და კვარაცხელია ახლახან გაიყარნენ.

ეს თავდამსხმელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა. რომ არა მყესის ტრავმა, ალბათ "ტორპედოშიც" გამოიჩენდა თავს. ამ დროისთვის კვარაცხელია საღსალამათადაა და მისი "მეტალურგში" ჩარიცხვა თითქმის გადაწყვეტილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული