ფოთის "კოლხეთმა" ბოლნისის "სიონი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე თეიმურაზ ფარულავას გოლით გახსნეს. 33-ე წუთზე აკაკი მიკუჩაძემ პენალტით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვება ფოთელებს 84-ე წუთზე შალვა კვანტალიანმა მოუტანა.
"მეტალურგმა" რუსთავში მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ზვიად ლობჟანიძემ მე-20 წუთზე რუსთაველები დააწინაურა, 39-ე წუთზე კი ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა.
ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯია" ანგარიშით 2:0
"ზესტაფონისა" და "ტორპედოს" შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
საჩხერის "ჩიხურამ" კი სტუმრად "ზუგდიდი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. 26-ე წუთზე ზუგდიდელები ირაკლი ეხვაიას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ სამი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში: 67-ე და 92-ე წუთებზე ბესიკ დეკანოიძე გამოირჩა, მე-80 წუთზე საკუთარ ანგარიშზე გოლი ნიკო კვასხვაძემ ჩაიწერა.
თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" შორის მატჩი კოკისპირულ წვიმაში გაიმართა და უგოლო ფრით დასრულდა.