ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი - "დინამო" თუ "დილა"?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის XXIV ტურში თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (0:0) - თბილისელები გორელებს კვლავ სამქულიანი სხვაობით უსწრებენ.

როგორ გაგრძელდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ვის რა შანსი აქვს?

ამის შესახებ ორივე გუნდის მოთამაშეებს დავეკითხეთ.

ლევან ხმალაძე, თბილისის "დინამო":

Sportall.Ge

"საკუთარ მოედანზე ყველა შეხვედრის მოსაგებად გავდივართ, მაგრამ წინასწარ ყველა დაძაბული თამაშისთვის ვემზადებოდით.

ყველაფერი ერთ გოლზე იყო დამოკიდებული და არსებობდა საჩემპიონო რბოლის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა.

მაგრამ "დილაც" საკმაოდ სერიოზული გუნდია და ყოველთვის ვერ მოუგებ. ჩვენ ისევ სამი ქულით ვუსწრებთ და
სანერვიულო არაფერი გვაქვს.

ალბათ, ჩემპიონის ბედი გორის შეხვედრაში გადაწყდება. თუმცა, ალალად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონები ჩვენ გავხდებით".

გიორგი კახელიშვილი, გორის "დილა":

Sportall.Ge

"კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ჩვენთვის ფრეც არ იყო ცუდი შედეგი. მიმაჩნია, რომ ჩემპიონობის საკმაოდ დიდი შანსი გაგვაჩნია.

არასწორი აღმოჩნდა ის ვარაუდი, რომ ზამთრის შემდეგ "დილა" დასუსტდებოდა - თავადაც დარწმუნდით, რომ ბევრზე ძლიერი გუნდი გვყავს.

სამწუხაროდ, "დინამოსთან" შეტევაში თამაში არ წაგვივიდა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს გადამწყვეტი შეხვედრა იყო. ჯერ კიდევ 8 ტურია დარჩენილი და "დინამოს" დაწევისა და გადასწრების შანსი კიდევ გვექნება".

ლაშა თოთაძე, გორის "დილა":

Sportall.Ge

"მიმაჩნია, რომ მოგების მეტი შანსი გვქონდა. საეჭვო იყო ორი არდანიშნული პენალტიც.

ტექნიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ და, ალბათ, წვიმამ ხელი ჩვენ უფრო შეგვიშალა. მინიმუმ ქულის აღება გვსურდა და მთავარია, ეს ამოცანა შევასრულეთ.

ჩამორჩენა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთი საჩემპიონო შეხვედრა გორში გველის და საკუთარ სტადიონზე, ჩვენი მაყურებლის წინაშე გამარჯვების გაცილებით დიდი შანსი გვექნება.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქუთაისის "ტორპედოც" ჩაერთვება და მიმაჩნია, რომ ჩემპიონატში ვითარება უფრო და უფრო დაიძაბება. წლეულს საკმაოდ კარგი დონის თამაშებია, რაც პირდაპირ კავშირშია სტადიონებისა და მოედნების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

ადრინდელთან შედარებაც არ შეიძლება, იმდენად კარგ საფარზე ვთამაშობთ. სამწუხარო ისაა, რომ მატჩს ცოტა მაყურებელი ჰყავდა".


გიორგი ილურიძე, გორის "დილა":

Sportall.Ge

"პირადად მე შედეგით კმაყოფილი ვარ. გამორიცხული არ არის, ამ ქულას ოქროს ფასი დაედოს.

დარჩენილ ტურებში მძიმე შეხვედრები გველის, ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც დაინტერესდება.

ვფიქრობ, "დინამო" და "დილა" დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან და ფრედ ამიტომაც ვითამაშეთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო (თბ)-დილა 0:0 - კარგი ბრძოლა და ცუდი სანახაობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული