რეზო ბარაბაძე რუსთავის "მეტალურგში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
რევაზ ბარაბაძე რუსთავის "მეტალურგში" ვარჯიშობს და შესაძლოა, სულ მალე კლუბთან კონტრაქტიც გააფორმოს.

დიდი ხანია, ბარაბაძეს ქართველი გულშემატკივრისთვის თავი არ შეუხსენებია. ტანმაღალი თავდამსხმელი 19 წლის იყო, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

ლისაბონში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ რევაზმა თვით ლუიშ ფელიპე სკოლარის მოწონებაც დაიმსახურა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - მცირე ხნით ის მილანის "ინტერის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა.

მაგრამ კარიერა 2008 წლის ზაფხულში აერია. იმ დროს მახაჩყალის "ანჟიში" თამაშობდა, მუხლი დაუზიანდა და მეხუთე წელია, რაც ფეხზე ვერ დადგა: რამდენიმე მძიმე
ოპერაცია გადაიტანა, მოედანს უბრუნდებოდა და შემდეგ ისევ სამკურნალო ხდებოდა.

რუსთავურ კლუბში ბარაბაძე მეორედ მივიდა. პირველად - 2010 წელს, როცა "ანჟიდან" წამოვიდა. ბოლოს გორის "დილაში" აიყვანეს. მორიგი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ თურქეთში გუნდთან ერთად მოემზადა და თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და უგუნდოდ დარჩა.

წლეულს, ზამთარში, 24 წლის ბარაბაძე უცხოეთში მოწყობას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა კვლავ საქართველოში შეეცდება კარიერის გაგრძელებას.

ბარაბაძის თქმით, ორი დღეა, რაც რუსთავის "მეტალურგში" ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული