შესაძლოა, ბევრს აღარ ახსოვს, რომ მუჯრიშვილი წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯიაში" გამოდიოდა და საქართველოს უმაღლეს ლიგაში ბევრი თამაშიც ჩაუტარებია. გარდა ამისა, ახალგაზრდულის ჩათვლით, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ყოფილა მიწვეული.
ამის შემდეგ მიხეილი ბედის საძიებლად კვიპროსში გაემგზავრა და იქ 5 წლის განმავლობაში პირველი ლიგის რამდენიმე კლუბი გამოიცვალა.
ახლა კი 28 წლის მეკარე ისევ საქართველოში ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"