რუსთავის "მეტალურგის" ტესტი პირველლიგელთან

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა სხვა კლუების დარად რუსთავის "მეტალურგმაც" გამოიყენა, შინ, "ფოლადის" სტადიონზე პირველლიგელი სტუ ისტუმრა და 3:0 დაამარცხა.

გოლები გაიტანეს გოგი ფიფიამ, რომან ახალკაცმა და რევაზ ბარაბაძემ.

"მეტალურგმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: ბათიაშვილი (ბედიაშვილი, 46), სუხიაშვილი (კილაძე, 46), ინწკირველი (ექვთიმიშვილი, 50), მახვილაძე (ბარაბაძე, 46), საჯაია, მენთეშაშვილი (დობროვოლსკი, 50), ქავთარაძე, ლობჟანიძე, ფიფია (კიკნაძე, 46), ახალკაცი (განუგრავა, 46), ვ. კვარაცხელია (სიხარულიძე, 46).

ეროვნულ ჩემპიონატში "მეტალურგი" მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავს სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან".

შეგახსენებთ, რომ ქვედა ექვსეულის ლიდერი "მეტალურგი" თასის გათამაშებაშიც აგრძელებს ბრძოლას და
მეოთხედფინალში საპასუხო შეხვედრა 10 აპრილს ცხინვალის "სპარტაკთან" აქვს სათამაშო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული