გულვერდ თომაშვილი პასუხს გერმანიიდან ელის

AutoSharing Option
გორის "დილას" 24 წლის მცველი გულვერდ თომაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა თვალთახედვის არეში მოხვდა. 6 თებერვალს ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს, მერე კი თომაშვილს არ გაუმართლა - რა ხანია, უქმობა უწევს.

საშუასეზონო პაუზის შემდეგ "დილამ" და "ზესტაფონმა" სუპერთასისთვის რომ ითამაშეს, თომაშვილს მას შემდეგ გაუმიზეზდა ქუსლის მყესი.

"დილაში" გვითხრეს, რომ ფეხბურთელს გამოკვლევა თბილისში ჩაუტარდა და შედეგები გერმანიაშია გაგზავნილი. პასუხი ჯერ არ მოსულა. აქაური ექიმების ვარაუდით კი, თომაშვილი ორ კვირას კიდევ იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, აპრილის ბოლომდე ვერ დაეხმარება გუნდს, რაც
"დილასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისია.

თომაშვილი მანამდე "დინამო თბილისის" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გახლდათ. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში თომაშვილმა "დილაში" 15 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული