ირაკლი ქობალია კვლავ "ზესტაფონის" სამიზნეშია

AutoSharing Option
შესაძლოა, უახლოეს დღეებში "ზესტაფონმა" ახალი ტრანსფერი განახორციელოს - ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზუგდიდთან" ირაკლი ქობალიას თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდი ალბათობით, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

თუმცა ქობალია მიმდინარე სეზონს ნებისმიერ შემთხვევაში "ზუგდიდში" ჩაამთავრებს და ფეროელთა ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.

21 წლის ქობალიამ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში იგი სისტემატურად თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, შარშან კი ეროვნულშიც ჰქონდა დებიუტი.

ახალგაზრდა თავდამსხმელის "ზესტაფონში" გადასვლაზე წინა სეზონის დროსაც იყო საუბრები, მაგრამ იმის გამო, რომ ქობალიას მძიმე
ტრავმის გამო დაახლოებით ნახევარი წელიწადი გაუცდა, მის მიმართ ინტერესმა დროებით იკლო.

თუმცა მას შემდეგ, რაც ქობალია მოედანზე დაბრუნებისთანავე ძველებურად პროდუქტიული გახდა, იგი კვლავ მოექცა "ზესტაფონის" სამიზნეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონის ლეგიონერებიდან იელიჩი და რეკრუკი კარგი ფეხბურთელები არიან ნაღდად, დანარჩენები დიდი ვერაფერი..... ზესტაფონის უჩვეულო პოზიცია პირველ წრეში ცუდი თამაშის ბრალია
123654
04:07 30-03-2013
0
აბა ეს ბოტი გოა დემელი ფეხბურთის აზრზე არ არის.ან რამ ჩამოაყვანიათ სომხეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელი.
და საერთოდ ზესტაფონის არცერთმა შეკრების შემდგომმა ტრანსფერმა არ გაამართლა.რა ლოსანო ან რა რეკრუკი :D სად ნახულობენ.საჭიროა კიდე 2 ნორმალური ფორვარდი და ყველა რგოლში ახალი ფეხბურთელი თუარა წელს კიდე კაი პოზიციაზეა და გაისად 6ეულშიც ვერ მოხვდება.არადა ამდენი ხარჯიანობის მერე კოკაია მეცოდება.
Beka
12:44 29-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული