უკვე მერამდენედ: "ვიტ ჯორჯიაში" მერაბ კოჭლაშვილი ზურაბ ბერიძემ შეცვალა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიაში" ჩვეული სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა - რუსთავის "მეტალურგთან" განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა პოსტი დატოვა.

მის ნაცვლად კი "ვეტერინარები", რა თქმა უნდა, ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა.

ეს ცვლილება კლუბში უკვე დიდი ხანია, ტრადიციად იქცა და სათვალავიც კი აგვერია, მერამდენედ განხორციელდა ასეთი გადაადგილება.

"ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გუნდი გასავარდნ ზონას ერთი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3 - გართულებული საქმე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა მაქააა,დავაი მოსშნადდდ:))))
borati
23:17 04-04-2013
0

სიახლეები პოპულარული