გიორგი მერებაშვილი: ჯერჯერობით "დინამოში" ვრჩები

AutoSharing Option
სერბეთის "ვოივოდიანადან" თბილისის "დინამოში" დაბრუნებულ გიორგი მერებაშვილს გუნდის ლიდერის სტატუსის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა ისევ "დინამოს" ერთ-ერთი სული და გულია. დუშან უჰრინის უჩვეულო დავალებებსაც შეეგუა და მეტოქეთა დაცვას ძველებურად აწიოკებს.

რომ არა მერებაშვილის კარგი თამაში და "დუბლი", არავინ იცის, თასის მეოთხედფინალში თბილისის "დინამო" დასძლევდა თუ არა ლანჩხუთის "გურიას" ბარიერს.

გიორგი მერებაშვილს ბოლო სათასო მატჩზეც ველაპარაკეთ და ჩემპიონატზეც.

- ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, უმაღლესი და პირველი ლიგის ლიდერების მატჩი დაძაბული რომ გამოდგა...
- ჩემპიონატში "გურიას" მსგავსი ბევრი მეტოქე რომ
გვყავდეს, ეს "დინამოსაც" დიდ სამსახურს გაუწევდა და მთლიანად ტურნირსაც. ჩემდა გასაოცრად, "გურიამ" კარგად ითამაშა. ბევრი ცნობილი მოთამაშე არ ჰყავთ, მაგრამ ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელებისგან მშვენიერი, მებრძოლი და შეკრული გუნდი დაუკომპლექტებიათ.

საპასუხო მატჩის წინ ეს აღარ გამკვირვებია, მაგრამ ლანჩხუთში რომ ჩავედით და პირველი ლიგის გუნდმა ბრძოლა გაგვიმართა, გამიკვირდა და თან მესიამოვნა. ფეხბურთელი ბრძოლაში იზრდება და არა - გასეირნებაში.

დასაწყისშივე გატანილმა 2-მა გოლმა ცუდი სამსახური გაგვიწია და მერე მოვდუნდით. ვაღიარებ, რომ საბოლოოდ აშკარად გაგვიმართლა. რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შესაძლოა, ვეღარც გაგვეტანა, თუმცა თამაში მაინც მოსაგები იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ქარს გავატანეთ.

- ჩემპიონატის 26-ე ტურში "დინამოსთვის" მნიშვნელოვანი ამბები მოხდა - თქვენ "ჩიხურას" მოუგეთ, კონკურენტი "დილა" კი "ტორპედომ" დაამარცხა...
- ყველაფერი საჩვენოდ აეწყო, მაგრამ ისევ "დინამოს" დამსახურებაა, კონკურენტები რომ ჩამოვიტოვეთ. საჩხერელებთან მძიმე მატჩი გველოდა, ეს ყველამ ვიცოდით, განსაკუთრებული მობილიზებით ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით ამიტომაც მოვიგეთ.

- ხომ არ მიიჩნევ, რომ ჩემპიონობის ბედი, ფაქტობრივად, სწორედ ამ ტურში გადაწყდა?
- ასე არ ვფიქრობ, რადგან ჩემპიონატში ვითარება ისე დაიძაბა, რომ 6 ტურით ადრე მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობა საკმარისი ვერ იქნება. არც ერთი ჩვენგანი არ მიიჩნევს, რომ საქმე გაკეთებულია. ან როგორ უნდა ჩავთვალოთ, როდესაც ორი მატჩი დაგვრჩა "ზესტაფონთან", გასვლაზე "ზუგდიდთან", "ჩიხურასთან" და "დილასთან", შინ კი - "ტორპედოსთან"?!

ძალიან მძიმე მატჩები გველის. გადამწყვეტი გორში "დილასთან" შეხვედრა იქნება. თუმცა 4-ქულიანი უპირატესობა ბევრს ნიშნავს, სხვაობა უნდა შევინარჩუნოთ და საქმე ჩემპიონობამდე მივიყვანოთ.

- "ტორპედოსთან" და "ჩიხურასთან" აბსოლუტურად სხვადასხვა თამაში აჩვენეთ. ქუთაისში ვერ მოიგეთ, მაგრამ კარგად და სწრაფად ითამაშეთ, საჩხერელებთან კი შენელებული კადრები ვიხილეთ...
- ყველა შეხვედრას ერთ ტემპში ვერც ერთი გუნდი ვერ ჩაატარებს. ამიტომ ეს არ გაგიკვირდეთ. თამაშის ტემპი მეტოქეზეც არის დამოკიდებული.

ჩემი აზრით, გია გეგუჩაძის "ტორპედო" საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ამანაც განაპირობა, ორივე გუნდს გახსნილი და სწრაფი თამაში რომ გამოგვივიდა.

"ჩიხურას" ფეხბურთელები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ ფავორიტები მაინც ჩვენ ვიყავით. მათ კი კონტრშეტევაზე ითამაშეს და აქედან გამომდინარე, მაღალი ტემპი ვერ იქნებოდა.

- ამ კუთხით, სერბეთის ჩემპიონატი ბევრად გვჯობია?
- დიახ, რადგან იქ შემტევ ფეხბურთს გაცილებით მეტი გუნდი აჩვენებს.

- თავდასხმაში თამაში შენი ოცნება გახდა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დუშან უჰრინმა ჩვეულ პოზიციაზე "ჩიხურასთან" გათამაშა...
- მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა, მომენატრა თავდამსხმელობა. მგონია, რომ ჩემი თამაშით მწვრთნელიც არ დარჩებოდა უკმაყოფილო.

- "დინამოში" თუ რჩები?
- გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და ჯერ მხოლოდ ჩემპიონობაზე ვფიქრობ, მაგრამ ხვალ რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. ფეხბურთელის ცხოვრება ისეთია, შეიძლება, ხვალ დაუგეგმავად ახალ კლუბში აღმოჩნდე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კი, ალბათ, "დინამოში" დავრჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო (თბ)-გურია 3:2 - თასზე იღბალიც საჭიროა... [VIDEO]
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 - ლიდერის იოლი გამარჯვება [VIDEO]
ტორპედო-დინამო (თბ) 1:1 - კლასიკო ჩვეული სცენარით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამის ნაირი უაზრო ფეხბურთელი არ მინახია იმისდა მიუხედავათ,რომ უაზრო ფეხბურთელები ბევრი გვყავს
beso
09:29 14-04-2013
0
მერება მაგარია და ნაკრებშიც უნდა გამოიცადოს პლეიმეიკერად ან ფორვარდად, თორე გარემარბები ასე თუ ისე გვყავს: კობახიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე.
შაკო
15:21 12-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული