კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთიანი ჩემპიონატის შექმნის იდეას გამოეხმაურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე თათბირობს, რის შესახებაც სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს.

"ვერ გეტყვით, რამდენად მისაღები იქნება ეს გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც სპორტით დაინტერესებულია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვატარებთ შიდა, დამოუკიდებელ ჩემპიონატს და ეს
უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას, იქნება ეს ფინანსების კუთხით და სამომავლოდ ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, თუ იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარება",
- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 15-16 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები ქვეყანაში დარჩნენ და იმის გამო არ უნდა დატოვონ ქვეყანა, რომ საქართველოში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სტადიონები და ხალხს შიდა ჩემპიონატის მიმართ ინტერესი დაკარგული აქვს.

"ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაინც დარჩნენ საქართველოში. ეს მოახდენს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე აიწევა და საინტერესო გახდება ყველასთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე ვეთანხმები კაცო, ბევრად საინტერესო სანახავი იქნება, ხალხიც მეტად ივლის სტადიონზე და მოტივაციაც მეტი იქნება ...
Saba
00:33 13-04-2013
0
იმის მაგივრად, რო საქმე აკეთონ, ღობე-ყორეს ედებიან. შემოაგდებენ რამე ეგეთ თემას, აყვება ხალხი, არჩევს მერე ყველა ათას სისულელეს. არადა, რეალური მძიმე პრობლემები გვაქვს უამრავი.
დასცინიან ხალხს.
დუდუ
09:04 13-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული