მატჩის დაწყებამდე, მოედანზე გამოსვლისას ზუგდიდელ ფეხბურთელებს გიორგი ონიანისა და ვალერი ბოლქვაძის მხარდასაჭერად სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ, ხოლო ტორპედოელები მათი ტრავმირებული თანაგუნდელების მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.
თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა. მე-5 წუთზე ბერიაშვილი მეტოქის საჯარიმოს ხაზზე იდგა, როცა მისგან მარცხნივ ტუღუში მონახა, რომლის მახვილი კუთხიდან დარტყმულმა ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა.
მე-17 წუთზე ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ
22-ე წუთზე გრიგალაშვილმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და მარცხენა მხრიდან საჯარიმოს შუაგულიდან კარის მიმართულებით მოძრავ ბერიაშვილს გაუკეთა პასი. გიორგიმ ოპონენტების მოტყუება გადაწყვიტა და შემდეგ დაარტყა, თუმცა ბურთი მცველმა არ გაუშვა.
24-ე წუთზე კი ზუგდიდელ ფეხბურთელებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მათ მიგინეიშვილმა არ დაანება, რომელმაც მასთან პირისპირ გასულ გაბედავას მოუგერია ბურთი.
პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ბერიაშვილი შეიჭრა მეტოქე გუნდის საჯარიმოში, სადაც დარტყმა ოდნავ დააგვიანა და მცველი ჩაუხტა ფეხებში.
შემდეგ კი სიხარულიას ხელსაყრელი პოზიციიდან კარში გაგზავნილი ბურთი "ტორპედოს" კაპიტანმა გააუვნებელყო. ტაიმიც დასრულდა.
მეორე ორმოცდახუთ წუთში "ტორპედოს", როგორც მთელი თამაშის განმავლობაში, თამაშის სადავეები ერთი წუთითაც არ გაუშვია ხელიდან. შექმნილი საგოლე მომენტების აბსოლუტური უმრავლესობა სტუმართა კართან იყო.
გატანასთან ახლოს ორჯერ დათუნაიშვილი, კუხიანიძე და ფანცულაია იყვნენ, რომელთა დარტყმები მცირედით არაზუსტი აღმოჩნდა.
77-ე წუთზე გრიგალაშვილის ქუსლით გაკეთებული გადაცემით ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა. გიორგი მას ბურთს თავს ზემოთ უგდებდა, მაგრამ კიპერმა ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთი მოიგერია.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი "ტორპედომ" მეორედაც მოახერხა "ზუგდიდის" კარის დალაშქვრა. მარცხენა მხრიდან ტაბატაძის აქტიურობით ბურთი გიგაურს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში მყოფ ელგუჯა გრიგალაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელიც ორ მცველს გაექცა და გამოზომილი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
Video
14.04.13. ტორპედო - ზუგდიდი 2:0
14.04.13. ტორპედო - ზუგდიდი 2:0
fctorpedo.ge