ჩისკო: ჩემი პროვოცირება მთელი მატჩის განმავლობაში ხდებოდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ 19 აპრილს საქართველოს 28-ე ტურის მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" სტუმრად "ზუგდიდი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ზუგდიდი-დინამო (თბ) 0:2 - სტუმართა დამსახურებული მოგება [VIDEO]

"ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელმაც საფეხბურთო საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, მინდა განვმარტო.

მთელი მატჩის მანძილზე ჩემს მიმართ, მეტოქე გუნდის მცველების მხრიდან სხვა და სხვა ფორმით ხორციელდებოდა მიზანმიმართული პროვოცირება.

მორიგი უხეშობის შემდეგ, შეჯახებისას, ეპიზოდში, როდესაც მეურვის გზიდან ჩამოცილებას ვცდილობდი, მოხდა ინციდენტი, რომელიც არსებულ ვიდეოკადრებში ბევრად უფრო არასასიამოვნო სანახავია
ვიდრე რეალურად იყო.


ჩისკომ "ზუგდიდის" ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა [VIDEO]

თუმცა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ ეპიზოდში არანაირი მიზანმიმართული განზრახვა არ მქონია. მიუხედავად ამისა ვწუხვარ მომხდარის გამო", - თქვა ჩისკომ.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯს თვალები სად ქონდა? წითელი ბარათი ეკუთვნოდა. რას ქვია "მეტოქიდ მცველები პროვოცრებას ცდილობდნენ", აბა რას მოელოდა, მოდი ბატონო და ითამაშე შენს გემოზეო?
ზვიადი
12:36 21-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული