თბილისის "დინამოს" შეუძლია ჩემპიონობა მომდევნო ტურში იზეიმოს [VIDEO]

AutoSharing Option
27 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გორში "დილამ" თბილისის "დინამოსთან" წააგო - მიგელ ალვარომ მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე შეაგდო.

დუშან უჰრინის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ მდევარ "დილასთან" სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამოელებს უკვე მომდევნო ტურში შეეძლებათ იზეიმონ ჩემპიონობა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:
დუშან უჰრინი: წაგების უფლება არ გვქონდა


იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

* * *
საჩხერეში "ჩიხურამ" "ზუგდიდი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთაგან გოლის ავტორები რამაზ გოცირიძე (7) და დავით კირკიტაძე (12) გახდნენ.
ზუგდიდელთაგან გიორგი გაბედავამ გაიტანა (69).

* * *
ბოლნისის "სიონმა" ფოთის "კოლხეთი" მიიღო და ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა ფოთელებმა მე-6 წუთზე როსინის გოლის წყალობით შეძლეს, რის შემდეგ "სიონმა" ხუთი ბურთით უპასუხა. თავი ირაკლი კლიმიაშვილმა (22), ირაკლი ლექვთაძემ (50), ლადო ახალაიამ (55), დავით სვანიძემ (60) და ვლადიმერ უგრეხელიძემ (67) გამოიჩინეს.

70-ე წუთზე "კოლხეთის" ფეხბურთელმა გიორგი ბუხაიძემ გაიტანა, 7 წუთში კი უგრეხელიძემ დუბლი მიითვალა და შეხვედრის საბოოლოო ანგარიში დააფიქსირა.

* * *
"ვიტ ჯორჯიამ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება პირველივე წუთებზე ლევან კუხალეიშვილის გოლით მოახერხეს, ხოლო 10 წუთში უპირატესობა ორამდე გიორგი ჯანელიძემ გაზარდა.

ბათუმელებმა ერთი გოლის გაქვითვა 22-ე წუთზე სანდრო გურულის წყალობით შეძლეს, გათანაბრება კი მეორე ტაიმში გიგა ჟვანიას (67) გოლით მოახერხეს.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ელგუჯა ლობჟანიძემ მატჩის დასრულებამდე ხუთით ადრე დააფიქსირა.

* * *
მარტვილში "მერანს" რუსთავის "მეტალურგი" ესტუმრა. მასპინძლებმა ვალერი იობაშვილის 35-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს - 1:0.

ქუთაისის "ტორპედომ" "ზესტაფონი" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიხურაზე რატომ არაფერს წერთ ეს გუნდი ხომ სასწაულია წელს რჩეულებშია და ძაან მაგარი გუნდია დაწერეთ ხოლმე მასზე
დათა
00:45 29-04-2013
0

სიახლეები პოპულარული