დუშან უჰრინი: წაგების უფლება არ გვქონდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა გორის "დილასთან" (1:0) საქართველოს ჩემპიონატის 29-ე ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღეს პრინციპული შეხვედრის ჩატარება გვიწევდა, გამომდინარე აქედან, სრული კონცენტრაციით გავედით მოედანზე.

თავიდანვე ვიცოდით, რომ წაგების უფლება არ გვქონდა. მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ოთხი დღის წინ თასზე ვითამაშეთ და ცოტათი გადაღლილები ვიყავით - მეტოქე კი შედარებით მხნედ გამოიყურებოდა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და კიდევ უფრო მივუახლოვდით ჩემპიონობას",
- თქვა უჰრინმა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" შეუძლია ჩემპიონობა მომდევნო ტურში
იზეიმოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული