თბილისში 55-ედ გაიმართება "ქართული კლასიკო" - მართალია, გულშემატკივარს საქართველოს ჩემპიონატი დიდად არ იზიდავს, მაგრამ თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრები ისეთი პრინციპულია, ყოველთვის ჰყავს მაყურებელი და იმედია, დღეს "დინამო-არენაზე" ბევრი გულშემატკივარი მივა.
ამასვე იმედოვნებს "დინამოს" კაპიტანი გიორგი ლორია, რომელსაც მატჩის შესახებ ველაპარაკეთ.
- ორი ქულაც და ჩემპიონობას ინაღდებთ. მაგრამ "ტორპედოსთან" ქულები გარანტირებული ვერ გექნებათ.
- ეს ჩვენც გვესმის, "ტორპედო" ძლიერი გუნდია, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს და ამავე დროს, პრინციპული მეტოქეა.
მთავარი ისაა, რომ 5-წლიანი შესვენების შემდეგ, ჩვენ საქართველოს ჩემპიონობის დაბრუნების შანსი გაგვაჩნია. ჩემპიონობას "დინამო-არენაზე" თუ გავინაღდეთ, ესეც სხვა სიხარული იქნება. საამისოდ, "ტორპედოს" აუცილებლად უნდა მოვუგოთ.
- წლების წინათ, დინამოელებისთვის ჩემპიონობა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პირველობა განსაკუთრებულად არც ახარებდათ. ახლა ეს მართლაც საზეიმო ამბავი იქნება.
- რა თქმა უნდა, ახლა ოქროს მედალს მართლაც სხვა ფასი დაედო, რადგან "დინამო" 5 წელიწადია ჩემპიონი არ გამხდარა - ეს იყო ნამდვილი კატასტროფა.
- შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- უამრავი მიზეზი იყო, მაგრამ ამ პრობლემებზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს. მთავარია, ახლა მიზანთან ახლოს ვართ.
იმედია, ხალხი მოვა, სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო განწყობა იქნება და ორივე გუნდი ისეთივე გახსნილ და ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ, როგორც ქუთაისში წინა დაპირისპირებისას.
- "ტორპედოში" ყველაზე მეტად რომელ ფეხბურთელს უფრთხი?
- ბოლოს გოლი "უბიცამ" (გიორგი ბერიაშვილი) გაგვიტანა. მაგრამ არავის გამოვარჩევ, რადგან ყველა რგოლში კარგად დაკომპლექტებული გუნდია და მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ.
- ჩისკოს არყოფნა არ დაგეტყობათ?
- ჩისკო მართლაც დიდი ძალაა, მაგრამ იმედია, მის არყოფნაშიც ღირსეულად ვითამაშებთ. ჩვენ ისედაც ბევრი კარგი თავდამსხმელი და შემტევი გვყავს, რომლებიც გოლებს ხშირად იტანენ - დვალი, მერებაშვილი, ხმალაძე, ძარია, ალვარო... მცველია კვარაცხელია, მაგრამ შეტევებში შედეგიანი ჩართვა არც მისთვის არის უცხო.
ასე რომ, იმედია, ჩისკოს არყოფნაშიც ღირსეულად ვითამაშებთ.
"დინამოში" გატანა ბევრს ეხერხება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXX ტურის წინათქმა: საჩემპიონო ზეიმი დღესვე?
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
დუშან უჰრინი: ვიმედოვნებ, გიორგი ლორია მსგავს შეცდომებს აღარ გაიმეორებს
გიორგი ლორია: "ცხოვრებაში პირველად ვიტირე..."
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
გიორგი ლორია: ძალიან დამწყდა გული, თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი