თბილისის "დინამო" ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
4 მაისს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც 2012/13 წლების სეზონის ჩემპიონის ვინაობა გაირკვა.

თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. დუშან უჰრინის გუნდი, რომელმაც XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი გორის "დილასთვის"  (65 ქულა) მიუწვდომელი გახდა.

შედეგად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის "დინამო" კვლავ საქართველოს ჩემპიონია! ეროვნული პირველობის ისტორიაში ეს "დინამოს" მე-14 ტიტულია.

"დინამო არენაზე" შაბათს გამართულ "ქართულ კლასიკოში" დინამოელებმა ქუთაისის "ტორპედოს" შანსი არ დაუტოვეს -
16-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა ანგარიში, 38-ზე კი მიკელ ალვარო გამოირჩა. დვალმა დუბლი მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე გაიფორმა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვიტა, თუმცა საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ტურის სხვა მატჩები:
"დილამ", "ჩიხურამ", "ვიტ ჯორჯიამ" და "მერანმა" სტუმრად მოიგეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაში ჭირდება ქეცბაიას დვალისნაირი შედეგიანი ჯიგრიანი,ვაჟკაცური და შედეგიანი თავდამსხმელი, თანაც ამას ხალხიც მოითხოვს, ამიტომ მას ურჩევნია ჯიბრით დვალიშვილი ათამაშოს; მერე რა, რომ გოლი ვერ გააქვს, კაცს ვერ ატყუებს, საგოლე გადაცემას ვერ აკეთებს, სირბილი ეზარება და ა.შ. და ა.შ,........ სამაგიეროდ თავის დილიხორს ისწორებს და ხალხის ნერვებზე თამაშობს.
levani kaxeti
13:08 07-05-2013
0
დვალი ნაკრებში კი არა დინამოში ზის ზაპასში. ეგეთ გოლს ხალხო ფინეთი კი არა ლიხტენშტეინი არ გაგატანინებს.
ჩამოდით რა მიწაზე. ქართული ფეხბურთის პრობლემა ქეცბაია კი არა, არამედ ფეხბურთის არცოდნაა, დაწყებული ტრენერებიდან და დამთავრებული ძალათ ქომაგებით.
ramo
18:08 07-05-2013
0

სიახლეები პოპულარული