სწორედ ამიტომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.
სტუმრებმა ბოძებული შანსით მშვენივრად ისარგებლეს, ბოლო დროს აღებული ტემპი არ დააგდეს და ზედიზედ მეოთხე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს. თან, ცხადია, ვეტერინარები უფრო მობილიზებულები იყვნენ.
შეხვედრა სწორედ სტუმრების მცირე უპირატესობით დაიწყო. მათ პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გურამ გურეშიძის, ლევან კუხალეიშვილისა და
"ვიტ ჯორჯიამ" შედეგიანი შეტევა მხოლოდ ტაიმის მიწურულს განახორციელა. დავით უბილავამ ბურთი საჯარიმოში დააბრუნა. მასპინძლებს კუხალეიშვილი თამაშგარეში ეგონათ, მან კი თავით ზუსტად დაარტყა - 0:1.
რუსთაველები მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ, თუმცა ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. 52-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ვახტანგ კვარაცხელიამ მეკარე ნიკა დაუშვილს ვერ აჯობა.
მალე ვერც ანზორ სუხიაშვილის ფლანგურ გადაცემას მისწვდა. სამაგიეროდ, ბურთს ზვიად ლობჟანიძე დაეუფლა და შეტევის გაგრძელება სცადა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მცველმა მომენტი დროულად განმუხტა.
"მეტალურგი" ორჯერ ითხოვდა პენალტის დანიშვნას: პირველად მე-60 წუთზე, როდესაც საჯარიმოში გიორგი განუგრავა წაიქცა; მეორედ 87-ეზე, როცა მცველმა (რუსთაველთა აზრით) საჯარიმოში ხელით ითამაშა. ორივე შემთხვევაში არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა თამაში გააგრძელა.
შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ირაკლი ღიბრაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მოედნის ცენტრში თანაგუნდელებთან სამკუთხედი გაითამაშა, ბურთი გაისწორა და დაახლოებით 27-28 მეტრიდან ისე დაარტყა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 0:2.
ამ მოგებით "ვიტ ჯორჯიამ" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. თუმცა, თავი ქუდში რომ ჰქონდეს, შემდეგ ტურშიც უნდა ივარგოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"