ამის შესახებ Sportall.ge-ს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ კლუბში ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ 13 მაისს, 14:30 საათზე, ზესტაფონის გამგეობასთან კლუბის გულშემატკივრების აქცია გაიმართება. "ზესტაფონის" ქომაგები სოლიდარობას გამოთქვამენ ილია კოკაიას მიმართ და იზიარებენ მის განცხადებას, რომ ყველა კლუბი სახელმწიფოსგან თანაბრად უნდა დაფინანსდეს.
გარდა ამისა, გულშემატკივრები ითხოვენ, შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდნენ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და
შეგახსენებთ, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ახლახან, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "საბიუჯეტო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი მან საქართველოს ჩემპიონატში გარიგებული მატჩების არსებობა დაასახელა.
"პრობლემაა გარიგებული მატჩებიც: ამ სიბინძურემ უკვე პიკს მიაღწია. ამიტომაც არის ჩვენი ფეხბურთი ინვესტორისთვის უინტერესო.
შარშან ამ დროს პრესკონფერენცია ჩავატარე და რამდენიმე გარიგებულ თამაშზე ეჭვი გამოვთქვი. ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი განცხადება გავაკეთე და საგამომძიებლო ორგანოებში დამიბარეს.
გაოცებული დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე და გავიგე. გარიგებულ მატჩებზე უამრავი საქმეა აღძრული, ტომებია შედგენილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.
არ ვიცი, რას ელოდებიან, ყველაფერი საზოგადოების სამსჯავროზე რატომ არ გამოაქვთ", - განაცხადა კოკაიამ (იხილეთ სტატია ვრცლად).
ასევე იხილეთ:
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...