![](https://sportall.ge/pictures/image5/f7ede23431ba7fcfc44fe3c02ddaebc4.jpg)
შეტევაში თავქუდმოგლეჯილი არც ერთი გუნდი არ გარბოდა, რაშიც მათ ვერავინ გაამტყუნებს. საერთო ჯამში, უღიმღამო მატჩი გამოვიდა, რაც გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო.
"ვიტ ჯორჯიას", დისკვალიფიცირებული დავით ხურცილავას გარდა, კაპიტანი და ლიდერი გიორგი ჯანელიძეც აკლდა (მიკროტრავმა აქვს). შესაძლოა, ამ ყველაფერმაც იმოქმედა, რომ ზურაბ ბერიძის გუნდი შეტევის ორგანიზებაში მოისუსტებდა.
![ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0 - მიზანი მიღწეულია Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/aafe10cb404c61bb652b03ca8838dd1e.jpg)
მეორე ტაიმიც დუნედ დაიწყო, მერე კი ოდნავ გამოცოცხლდა თამაში.
კიჭი მელიავამ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ჯარიმა. გადაცემას ვერავინ ვერ "გამოეხმაურა". ვიტელთა მეკარე ნიკა დაუშვილმა სველი ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებაზე კამერუნელი კრისი ცდილობდა ხეირის ნახვას, მაგრამ ვერ იჩაუქა.
"ვიტ ჯორჯიამ" მეტოქეს ირაკლი ღიბრაძის ძლიერი, შორეული დარტყმით უპასუხა - მიხეილ მუჯრიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის მერე ისევ მარტვილის "მერანმა" გამოიდო თავი - გურამ ადამაძემ კარგად ვერ მოიგერია ბურთი, ლაშა კუჭუხიძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან დაარტყა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.
სტუმართა მორიგი სახიფათო შეტევა შეცვლაზე შესულმა საბა ლომიამ წამოიწყო. არეულობაში ბურთი კრისმა მოიგდო, მეკარესაც აუარა გვერდი, მაგრამ მერე წაიფორხილა და შანსიც გაანიავა.
შეხვედრის ბოლო მონაკვეთში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. "ვიტ ჯორჯიამაც" და "მერანმაც" უმაღლესში ყოფნა ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.
![ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0 - მიზანი მიღწეულია Sportall.Ge](/pictures/artimages/image16/70d2fb1e1cc0b906e4af292fe6148387.jpg)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"