ქუთაისის "ტორპედო" გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს

AutoSharing Option
"ლელო" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ახალი სეზონიდან ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივის" ნიჭიერი ახალგაზრდების დამატებას და შემადგენლობის განახლებას აპირებს.

ეს ქუთაისური და თბილისური კლუბების პრეზიდენტებმა, ლევან ფხაკაძემ და ლექსო თოფურიამ დაგვიდასტურეს (იხილეთ ვრცლად).

მაგრამ ჯერჯერობით "ტორპედოს" საკადრო პოლიტიკაზე დეტალური ინფორმაცია არ არსებობს და როგორც ჩანს, სწორედ ამან შეუწყო ხელი ხმების გავრცელებას: თითქოს ქუთაისური გუნდიდან თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი უკვე წავიდა, მის გზას კი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძეც დაადგნენ.

და საერთოდაც, ყველა გამოცდილ მოთამაშეს უშვებენ, შემადგენლობაში სულ ახალგაზრდები
იქნებიან, გუნდს კი დაფინანსება შეუმცირდებაო.

დასახელებულთა გარდა, "ტორპედოში" კიდევ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეა: მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია; მცველები: ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ბიძინა ცინცაძე, გიორგი გურული; ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა ფირცხალავა, ვალერი ბოლქვაძე. ისინიც მიდიან?

ეს ჭორები ქუთაისის "ტორპედოში" გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ დოლიძეც და ბერიაშვილიც გუნდში არიან, არსად წასულან და ამ თემაზე ლაპარაკიც არ ყოფილაო.

იმედია, "ტორპედო" საკადრო რევოლუციას თავიდან აიცილებს, რადგან გამოცდილი მოთამაშეებისა და მწვრთნელის გაშვება არც "ტორპედოს" წაადგება და არც ეროვნულ ჩემპიონატს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ამათმაც ფულს მოუჭურეს, ქუთაისში ფეხბურთი ჩაკვდება. კაცი რომ ლექსო თოფურიასთან დაიჭერს საქმე, ის წინ ვერასდროს ვერ წავა, ლექსო თოფურიას ყველა პროექტი ჩანასახშივე განწირულია ჩაფლავებისთვის!!!
supermario68
13:15 14-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული