არმაზ ჯელაძე: ქართული ფეხბურთი მხოლოდ ასე მიაღწევს პროგრესს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგთან" ფრედ (2:2) დასრულებულმა შეხვედრამ ბოლნისის "სიონი" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - ბოლო ტურში ბოლნისელები მარტვილში "მერანს" ესტუმრებიან და იქ გაირკვევა, შეინარჩუნებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში ადგილს.

რუსთაველებთან მოპოვებული ქულა გუნდმა საკუთარი მონდომებით დაიმსახურა, მაგრამ მატჩის შემდეგ ბოლნისელმა გულშემატკივრებმა რუსთაველების მისამართით უკმაყოფილება ვერ დამალეს - უმოტივაციოდ დარჩენილებმა რატომ იბრძოლესო.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ჩამოვართვით და ორივე ამბობს, რომ გუნდებს ღირსეული ბრძოლა ნამდვილად წაადგებათ.

არმაზ ჯელაძე, "სიონის" მთავარი მწვრთნელი.
- ბოლო წამზე დასანანი გოლი გაუშვით. არადა, შეგეძლოთ, უმაღლეს
ლიგაში ადგილი ბოლო ტურამდე დაგებევებინათ...

- ფეხბურთი კარგი იმით არის, როცა ინტრიგა ბოლო წამამდე არსებობს. ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ ვერ აეწყობა.

თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ბიჭებს ენერგია არ შერჩათ და მიუხედავად იმისა, რომ 2:1-ს ვიგებდით, მაინც ფრეს დავჯერდით. ბურთი არასწორად ამოვიტანეთ და დასანანი გოლი გავუშვით.

- მეეჭვება, ბოლო ტურში "მერანმა" თავის მოედანზე გასეირნების საშუალება მოგცეთ...
- ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ალბათ, შეკრებაზე გადავალთ. ეს შეხვედრა ჩვენთვის სეზონის ფინალი იქნება.

დარწმუნებული ვარ, "მეტალურგი" რუსთავში ბათუმის "დინამოსთანაც" ღირსეულად ითამაშებს.

კარგი იქნება, თუ ქართული ფეხბურთი ისეთ სამართლიან ბრძოლაში განვითარდება, რაც "სიონი"-"მეტალურგის" შეხვედრაში იხილეთ.

ქართული ფეხბურთი მხოლოდ ასე მიაღწევს პროგრესს და ძალიან ბევრსაც მოიგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-მეტალურგი 2:2 - ღირსება და წესიერება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული