სკანდალური ფინიში: "დინამო"-"ზესტაფონი" არ შედგება?!

AutoSharing Option
დღეს "ზესტაფონს" ფეხბურთისთვის აშკარად არ სცხელა. კლუბის ფეხბურთელები და პერსონალი სრულ გაურკვევლობაში არიან და სავარჯიშო პროცესიც შეწყვეტილია.

18 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ზესტაფონი" სტუმრად თბილისის "დინამოს" უნდა ეთამაშოს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს მატჩი არ გაიმართება.

იმერულმა კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს შექმნილი მდგომარეობის შესახებ უკვე აცნობა, კომიტეტი კი, ალბათ, "დინამოსაც" ჩააყენებს საქმის კურსში.

"დინამო"-"ზესტაფონის" გამართვა საბოლოოდ გამორიცხული მაინც არ არის და საბოლოო პასუხი 17 მაისს გახდება ცნობილი, მაგრამ ყველაფერი სწორედ იქითკენ მიდის, რომ ამ სეზონში "ზესტაფონს" მოედანზე ვეღარ
ვიხილავთ.

ხოლო რა იქნება შემდეგ სეზონში, ეს ჯერ მხოლოდ ღმერთმა იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონის" გულშემატკივრები კლუბის გადასარჩენად დაირაზმნენ
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი წელია ზესტაფონი მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდია და საპრესკონფერენციო ოთახში მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის ისეთი მაგიდა დგას, ყველაზე გაჭირვებული ადამიანი ზალაში რო არ დადგამს. ასეთი სიძუნწე და ნირიახობა არ ვიცი რა უბედურებაა. ეს მაგიდა არც საერთაშორისო თამაშებზე არ შეუცვლიათ და სტუმართა გუნდის წევრებს ფეხებმორყეული გასასშლელი მაგიდის დანახვაზე რა წარმოდგენა დარჩებოდათ ალბათ გასაგებია.
dato
15:55 17-05-2013
0
კოკაიამ უფასოდ შესტავაზ ანუ აჩყქა ამდენი დანახარჯის შემდეგ გუნდი მთელი ინფრა სტრუქტურით ნებისმიერ მსურველს და მისი დადანაშაულება,რომ გინდა თუ არა ფული ხარჯე და თან მუდმივად უნდა გლანძღოთ აბსურდია
0

სიახლეები პოპულარული