სკანდალური ფინიში: "დინამო"-"ზესტაფონი" არ შედგება?!

AutoSharing Option
დღეს "ზესტაფონს" ფეხბურთისთვის აშკარად არ სცხელა. კლუბის ფეხბურთელები და პერსონალი სრულ გაურკვევლობაში არიან და სავარჯიშო პროცესიც შეწყვეტილია.

18 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ზესტაფონი" სტუმრად თბილისის "დინამოს" უნდა ეთამაშოს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს მატჩი არ გაიმართება.

იმერულმა კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს შექმნილი მდგომარეობის შესახებ უკვე აცნობა, კომიტეტი კი, ალბათ, "დინამოსაც" ჩააყენებს საქმის კურსში.

"დინამო"-"ზესტაფონის" გამართვა საბოლოოდ გამორიცხული მაინც არ არის და საბოლოო პასუხი 17 მაისს გახდება ცნობილი, მაგრამ ყველაფერი სწორედ იქითკენ მიდის, რომ ამ სეზონში "ზესტაფონს" მოედანზე ვეღარ
ვიხილავთ.

ხოლო რა იქნება შემდეგ სეზონში, ეს ჯერ მხოლოდ ღმერთმა იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონის" გულშემატკივრები კლუბის გადასარჩენად დაირაზმნენ
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
მორიგი სკანდალი: "ზესტაფონის" პრეზიდენტი გუნდის დაშლით იმუქრება
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ამ კოკაიმ დაღუპა გუნდი რა საქციელია ეს, :@ დილას და სხვა სახელმწიფო დაფინანსების გუნდებს ჯიბრსი ჩაუდგა და კიდე ერთ კლუბს ღუპავს :)))
Dila
10:44 17-05-2013
0
კოკაიამ უფასოდ შესტავაზ ანუ აჩყქა ამდენი დანახარჯის შემდეგ გუნდი მთელი ინფრა სტრუქტურით ნებისმიერ მსურველს და მისი დადანაშაულება,რომ გინდა თუ არა ფული ხარჯე და თან მუდმივად უნდა გლანძღოთ აბსურდია
0

სიახლეები პოპულარული