უმაღლეს ლიგას, "კოლხეთთან" ერთად, ბათუმის "დინამოც" დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
18 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის ბოლო, 32-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდის ვინაობაც, რომელიც უმაღლეს ლიგას ფოთის "კოლხეთთან" ერთად დაემშვიდობა. ეს ბათუმის "დინამოა", რომელმაც ბოლო ტურში ვაჟა ქორიძის ერთადერთი გოლით კი შეძლო რუსთავში "მეტალურგის" ძლევა, მაგრამ ზღვისპირელთა საუბედუროდ, ასევე სტუმრად იმარჯვა ბოლნისის "სიონმა".

ბოლნისელებმა მარტვილში "მერანს" დავით სვანიძისა (მე-8 წუთი) და ლადო ახალაიას (70) გოლებით 2:1 აჯობეს. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლით 62-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძე გამოირჩა.

თბილისის "დინამომ", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, "დინამო არენაზე" "ზესტაფონს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:1
გაანადგურა.

შარშანდელ და წლევანდელ ჩემპიონთა პაექრობაში ანგარიში დუშან უჰრინის შეგირდებმა მატჩის მე-15 წუთზე, პეტერ გრაიციარის გოლით გახსნეს. ორიოდე წუთში ორ ბურთამდე სხვაობა ჯაბა დვალმა გაზარდა. სტუმართაგან გატანა და სხვაობის შემცირება ბოტი დემელიმ 37-ე წუთზე კი შეძლო, თუმცა ამის შემდეგ დინამოელებმა მეტოქეს კიდევ ოთხჯერ გაუტანეს.

შესვენებამდე სტატუს-ქვო უსტარიცმა აღადგინა (40 წუთი), მეორე ტაიმში კი ჯერ გრაიციარმა მიითვალა დუბლი (62), შემდეგ კი 66-ე და 74-ე წუთებზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჩისკომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უხვგოლიანი თამაში გაიმართა ზუგდიდსა და გორშიც. ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს ქუთაისის "ტორპედო" ესტუმრა და ანგარიშით 4:1 მოუგო, "დილამ" კი შინ  საჩხერის "ჩიხურა" არ დაინდო - 4:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფოთში გამარჯვება იზეიმა პირველ ლიგაში დაქვეითებულმა "კოლხეთმა", რომელმაც უმოტივაციო "ვიტ ჯორჯიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული