საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?

AutoSharing Option
"ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალური და კერძო გუნდების თანაარსებობა და მათ შორის სამართლიანობის ზღვრის დაცვაა. "თორმეტთა საბჭოზე" სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ. ამას განვითარება არ მოჰყვა. მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, რომელიც ჩემი კონკურენტების გაძლიერებას ხმარდება. ჩემთვის მისაღებია სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსების ფორმა, რომელიც თანაბრობის პრინციპზე იქნება აგებული: სახელმწიფო იყოს ფეხბურთში და ერთნაირად დააფინანსოს თითოეული კლუბი, ან ყველას კერძო ინვესტორი მოუძებნოს", - განაცხადა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ და კლუბი და მისი
ინფრასტრუქტურა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადასცა.

ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი - რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო ფეხბურთში?

საკითხის განხილვაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი აქტიურად ჩაერთო. მან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მაისის ბოლოს სამინისტრო წარმოადგენს პროექტს, რომელიც კერძო და მუნიციპალურ კლუბებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ამიტომაც უკვე ვმუშაობთ პროექტზე, რომელსაც თვის ბოლომდე ჯერ გუნდებს გავაცნობთ, შემდეგ - საზოგადოებას.

ჩვენი პოზიცია ასეთია: საკუთრების ორივე ფორმის მქონე კლუბებზე ერთნაირად ვიზრუნოთ და უპირატესობა არავის მივანიჭოთ.

უპირველესად, მისახედია ის კლუბები, რომელთა ბიუჯეტები ხელოვნურად გაზარდეს. ერთადერთი გამოსავალი გუნდების მუნიციპალიტეტებზე გადაცემა იყო, თუმცა საკითხს დაფიქრება სჭირდება, რადგან მუნიციპალიტეტები თანაბრად არ ფინანსდება.

საუკეთესო ვარიანტია - სპორტი და კლუბური სისტემა კერძო ინვესტორზე რომ იყოს დამოკიდებული. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ბაზარი, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს და ფეხბურთს ინვესტორისთვის მიმზიდველს გახდის. ჩვენ სწორედ ამ ბაზრის დაარსებას უნდა შევუწყოთ ხელი.

ფეხბურთში მდგომარეობის გამოსწორება სპორტის სხვა სახეობებსაც გადაეცემა",
- ამბობს ყიფიანი.

ამასობაში ათასგვარი ჭორი ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 18-მდე გაიზრდება. "ლელოს" უთხრეს, რომ ეს იქნება მიზნობრივი, გრძელვადიანი დაფინანსება, გუნდებს ტრანსპორტირების საკითხებსაც მოუგვარებენ და მთავრობა ამას სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალური პროექტის რანგში აიყვანს.

რატომ? პროექტის თანახმად, თითო გუნდში მინიმუმ 50 კაცი დასაქმდება, მთლიანად ლიგაში კი - 900. ამას დაემატება პირველი ლიგის გუნდების დაფინანსებაც. საერთო ჯამში, კლუბების დაფინანსებით დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ისარგებლებს და სოციალურ პრობლემებს ოდნავ მაინც მოევლება.

ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის განხორციელებით ქართული ფეხბურთი ფეხზე დადგება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის საფუძველი ჩამოყალიბდება, კომერციულ რელსებზე რომ გადავიდეს და სპონსორებისთვის დღევანდელზე მიმზიდველი გახდეს.

არ ვიცით, ეს რამდენად რეალური და კონკრეტული პროექტია, მაგრამ ამ ჩანაფიქრის არსებობა რამდენიმე ცნობილმა საფეხბურთო პირმა დაგვიდასტურა.

რამდენად მისაღები იქნება უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი? ამის შესახებ დავეკითხეთ კერძო კლუბის წარმომადგენელს, რომელიც სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსებას ეწინააღმდეგება.

"28 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება და იქ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვილაპარაკებთ. 18-გუნდიან ჩემპიონატზე მართლაც იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ცხადია, სხვა წინადადებებიც განიხილება.

მთავარია, გუნდებს მყარი ფინანსური გარანტიები ჰქონდეთ და უმაღლესი ლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამ კუთხით, "ტორპედოს" პრობლემები არ აქვს.

და თუ გუნდებს ექნებათ ნორმალური სტადიონი, მოედანი და ჩემპიონატის სრულყოფილად დასრულების საშუალება, იყოს 18 გუნდი, რა პრობლემაა?"
- ამბობს ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის
საქმეს კარგი პირი უჩანს - 15-20 მილიონი უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
მკითხველის კომენტარები / 10 /
18 არა ეხლა 36. 12 გუნდს ხომ ვუვლით და ეხლა 18-მდე გავზარდოთ რა პრობლემაო ხო? ეს უკვე სასაცილოა და დაგვცინიან რა. ის 6 გუნდი უკვე მოძებნეს? სეზონი დასრულებამდე დილამ ტირილი დაიწყო დაფინანსება არ გვაქვსო და ამის მერე კიდევ გაზრდაზე ვფიქრობთ? ამ 18-დან რამდენი გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს? აგერ ზუგდიდი ზედა 6-ში მოხვდა და ვითომც არაფერი ბრძოლა აღარ უნდოდა
levani
00:50 25-05-2013
0
ფეხბურთელების მეტი რა არის, აბა მიეცი ნორმალური ხელფასი,დაზღვევა,სავარჯიშო პირობები და ნახავთ თუ არ მოუმატებენ.ფეხბურთელს ჭირდება ნორმალური კვება და აღდგენითი საშუალებები, აბა გამოინახოს ფინანსები და თუ წინ ვერ წავიწევთ მერე ვილაპარაკოთ.
malxazi
22:08 24-05-2013
0

სიახლეები პოპულარული