ქუთაისელი ქომაგი: ფიფიას დამოკიდებულებამ "დინამოსადმი" სიყვარული გამიასმაგა

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამოსა" და საჩხერეს "ჩიხურას" შეხვედრას არც ისე ბევრი მაყურებელი დაესწრო - მაქსიმუმ 3 თუ 4 ათასი, რაც ამ დონის ღონისძიებისთვის კატასტროფულად მცირე რაოდენობაა.

სწორედ ამიტომ გვსურს "დინამოს" ერთ-ერთი სტუმრის - გუნდის საქომაგოდ ქუთაისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა თედო იობიძე, რომლის სურათებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა: ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ეს 15 წლის მოზარდი აქტიური გულშემატკივარია და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელია, თბილისის "დინამოს" თავგამოდებული ქომაგი გახლავთ.

"რაც თავი მახსოვს, თბილისის "დინამოს" ვგულშემატკივრობ. ჩემთვის ეს გუნდი ყველაფერია. თუმცა, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, 22
აპრილამდე თბილისში ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი.

თასის ფინალამდე "დინამოს" პრეს-ატაშეს, გიგა გვენცაძეს დავუკავშირდი, კლუბის პრეზიდენტთან, რომან ფიფიას თბილისში ჩასვლასა და მატჩზე დასწრებაში რომ დამხმარებოდა.

ფიფიამ ჩემი თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა. ვსარგებლობ შემთხვევით და მათ დიდ მადლობას ვუხდი. რომ არა ეს ადამიანები, ჩემს ოცნებას ვერ ავისრულებდი. მადლობა "გლადიატორებს", რომელთაგანაც უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი.

ასეთმა დამოკიდებულებამ "დინამოსადმი" სიყვარული გამიასმაგა" - გვითხრა თედო იობიძემ.

მიგვაჩნია, რომ გაქვავებული გულების ეპოქაში, "დინამოს" ეს საქციელი სწორედაც რომ დასაფასებელი და აღსანიშნავია, კარგი საქციელი კი გადამდებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მისაბაძი საქციელია დინამოს ხელმძღვანელობისა და დინამოს ფანებისგან.
საზოგადოების არატოლერანტული დამოკიდებულების გამო ინვალიდებისადმი ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ ბედავს ქუჩაში გამოსვლას და საზოგადოების რიგით წევრად საკუთარი თავის გათავისებას. ისინი თავს გარიყულებად გრძნობენ, ეს წიყება დამცინაცი მზერით, ბავშვებისგან დაცინვით(ასეთ ბავშვებს მათივე იდიოტი მშობლები ზრდიან ასე ).

ვიყოთ ტოლერანტები და ჩვენ ინვალიდ თანამოქალაქეებს პირველ რიგში ჩვენ შევუქმნათ პირობები, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.
Japaridze
15:19 25-05-2013
0
ძალიან მისაბაძი საქციელია დინამოს ხელმძღვანელობისა და დინამოს ფანებისგან.
საზოგადოების არატოლერანტული დამოკიდებულების გამო ინვალიდებისადმი ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ ბედავს ქუჩაში გამოსვლას და საზოგადოების რიგით წევრად საკუთარი თავის გათავისებას. ისინი თავს გარიყულებად გრძნობენ, ეს წიყება იდიოტური მზერით, ბავშვებისგან დაცინვით(ასეთ ბავშვებს მათივე იდიოტი მშობლები ზრდიან ასე ).

ვიყოთ ტოლერანტები და ჩვენ ინვალიდ თანამოქალაქეებს პირველ რიგში ჩვენ შევუქმნათ პირობები, რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.
Japaridze
15:18 25-05-2013
0

სიახლეები პოპულარული