Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი გია გეგუჩაძე (42.3%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული სპეციალისტისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 2 523-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი (38%) გავიდა. ძირითადად, მომხმარებელთა ხმები ამ ორ სპეციალისტს შორის გაიყო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

გია გეგუჩაძე (ტორპედო) - 1067
დუშან უჰრინი (დინამო თბ) - 958
სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
- 188
გიორგი დარასელია (დილა) - 185
ვალდას ივანაუსკასი (დილა) - 125

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლორია გოლია??? რითი ჯობია? ,,ტორპედოსთან'' თამაშის ჩანაწერი მაინც ნახე, სასაცილო მეკარეა...
ZURABIUSI
28 მაისი 2013 09:23
0
მაგარი კაცი :D ზუგდიდელი დილას გულშემატკივარი რომელიც დინამოს მწვრთნელს და მეკარეს თვლის საუკეთესოდ მწვრღნელში არ გეთანხმები იუჰინს დიდი დრო ქონდა აი დილას ვინც პირველკ წრეში წვრთნიდა ეგა მაგარი კაცი საკაიფოდ და სწრაფად შეკრა გუნდი მეკარეე ნუ ლორია უკონკურენტოა
lasha
28 მაისი 2013 04:19
0
დილას გულშემატკივარი ვარ მაგრამ ობიეკტურად უჰრინი იმსახურებდა ბოლო პერიოდში ისეთი დონის ფეხბურთი აჩვენა დინამომ. აი მეკარეებში კი სულ დაიკარგა ობიეკტურობა? ლორია 2-3 თავით ჯობია ყველა ქართველ მეკარეს მითუმეტეს ჩემპიონატში და არ მესმის იმათი ვინც სხვას აძლევს ხმას
zugdidi
27 მაისი 2013 23:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული