საჩხერის "ჩიხურა" კერძოა, მაგრამ მთავრობის პროექტს მაინც ელოდება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" მუნიციპალური კლუბი არ არის, "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს, თუმცა კლუბში ჯერ არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ დამდეგი სეზონისთვის.

"ჩიხურა" 2011/12 წლების სეზონისთვის აღზევდა უმაღლეს ლიგაში და დებიუტანტის კვალობაზე დიდ წარმატებასაც მიაღწია - ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა, რითაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

"ჩიხურამ" კი შეიმუშავა მომდევნო სეზონისთვის მზადების გეგმა, მაგრამ ამის იქით ვერ მიდის - ეს კლუბიც იმას ელოდება, თუ რა პროგრამას შეიმუშავებს და დაამტკიცებს ქვეყნის მთავრობა საკლუბო ფეხბურთის
განვითარებისთვის.

"ჩიხურადან" ჯერ არც ერთი ფეხბურთელი არ წასულა, იჯარის ვადა დაუსრულდა "დინამო თბილისისგან" ნათხოვარ 25 წლის მცველ გიორგი რეხვიაშვილს, თუმცა "ჩიხურაში" გვითხრეს, "დინამო" წინააღმდეგი არ არის, რეხვიაშვილმა რომ ისევ ჩვენთან ითამაშოსო.

რეხვიაშვილის დარად, იჯარის ვადა 32 წლის ნახევარმცველ დავით ოდიკაძესაც ამოეწურა, ვისაც იმავდროულად, კონტრაქტიც დაუმთავრდა "დინამოსთან".

"ჩიხურა" ბირთვის შენარჩუნებასა და გაძლიერებას კი აპირებს, თუმცა უმეტესი ქართული გუნდების მსგავსად, მოლოდინის რეჟიმშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული