ფეროელთა ღრმა კრიზისს სათავე გასულ ზაფხულს დაედო, როცა "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" დამარცხდა. ამას საქართველოს ჩემპიონატის სუსტი სტარტი და მთავარი მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა.
ვითარება ამის შემდეგ კიდევ უფრო არასასიამოვნო გახდა. "ზესტაფონში" დიდხანს არც ახალი სამწვრთნელო შტაბის (მუჯირი-ზამთარაძე) მოღვაწეობა გაგრძელებულა და ისინი კლუბს სკანდალურად დაშორდნენ.
გასული წლის მიწურულს საქართველოს აწ
მეორე ეტაპის ათი მატჩიდან ფეროელებმა ერთადერთი მოიგეს, მანამდე კი თასის გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ.
სეზონის მიწურულს კი "ზესტაფონში" არასპორტულმა პრობლემებმაც იჩინა თავი და კლუბის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი დღის წესრიგში დადგა.
იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კლუბის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება.
მოკლედ, ამჟამად "ზესტაფონს" არსებობის ისტორიაში, ყველა თვალსაზრისით, ურთულესი პერიოდი უდგას და ვნახოთ, რა გამოსავალი მოიძებნება შექმნილი სიტუაციიდან.
საუკეთესო მატჩი
ასეთი უსახური სეზონის შემდეგ საუკეთესო მატჩი ძნელი გასახსენებელია, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ პირველ ეტაპზე ჩატარებული შეხვედრა, სადაც "ზესტაფონმა" საკუთარ კედლებში თბილისის "დინამო" დაამარცხა.
ყველაზე ცუდი მატჩი
ასეთი მრავლად იყო. ზესტაფონელი გულშემატკივრებისთვის ყველაზე უსიამოვნო კი, ალბათ, მაინც "დინამოსთან" წაგება იყო. ჩემპიონატის ბოლო ტურში "ზესტაფონი" "დინამო არენაზე" 1:6 განადგურდა.
მეკარე
წლებია, "ზესტაფონის" ძირითადი კიპერის ადგილს არავის უთმობს როინ კვასხვაძე. იმერული კლუბის ოფიციალური მატჩების უმრავლესობაში მონაწილეობა სწორედ საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარემ მიიღო და შეხვედრათა უმრავლესობა სტაბილურად ჩაატარა.
ჩემპიონატის მიწურულს თავის გამოჩენის საშუალება მის პერსპექტიულ დუბლიორს, 21 წლის კახაბერ მეშველიანსაც მიეცა.
დაცვა
თედორე და თორნიკე გრიგალაშვილები (ორივე 20 წლის) და 28 წლის თემურ ღონღაძე ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ჯანმრთელად ყოფნის დროს სისტემატურად ხვდებოდნენ "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობაში. მათ გარდა, იმერელთა უკანა ხაზში ხშირად ვხედავდით 25 წლის გიორგი კაჭკაჭიშვილს.
ზამთარში "ზესტაფონმა" გამოცდილი და საკმაოდ ცნობილი ესპანელი მცველი, 32 წლის ორიოლ ლოსანო გადაიბირა, რომელმაც გუნდის ღირსება 7 მატჩში დაიცვა.
ნახევარდაცვა
გუნდის უფერული ასპარეზობიდან გამომდინარე, ძირითად შემადგენლობაში როტაცია ხშირი იყო, რაც ყველაზე ხშირად შუა ხაზს ეხებოდა. "ზესტაფონის" ნახევარმცველებიდან გასულ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი 32 წლის შოთა ბაბუნაშვილმა ჩაატარა. მის გარდა, მოედანზე ხშირად ჩნდებოდნენ თორნიკე გორგიაშვილი (25 წლის), ლევან შარიქაძე (23 წლის), თორნიკე აფციაური (33 წლის) და სერბი იგორ იელიჩი (23 წლის).
თავდასხმა
ჯაბა დვალის "დინამოში" წასვლის შემდეგ "ზესტაფონს" წინა ხაზში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. თავად განსაჯეთ, გასული ჩემპიონატის 35 მატჩში ფეროელებმა მხოლოდ 35 გოლი გაიტანეს, საიდანაც თავდამსხმელებზე მეტად მოკრძალებული წვლილი მოდის.
ზესტაფონის ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური ზესტაფონი-მერანი 3:1
II ტური ზესტაფონი-მეტალურგი 0:1
III ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:0
IV ტური ზესტაფონი-დინამო (ბთ) 0:0
V ტური კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
VI ტური ზესტაფონი-დილა 0:1
VII ტური ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3
VIII ტური ზესტაფონი-ჩიხურა 0:0
IX ტური სიონი-ზესტაფონი 0:2
X ტური ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0
XI ტური დინამო (თბ)-ზესტაფონი 2:1
XII ტური მერანი-ზესტაფონი 0:2
XIII ტური მეტალურგი-ზესტაფონი 1:1
XIV ტური ზესტაფონი-ტორპედო 1:0
XV ტური დინამო (ბთ)-ზესტაფონი 3:3
XVI ტური ზესტაფონი-კოლხეთი 1:0
XVII ტური დილა-ზესტაფონი 1:0
XVIII ტური ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2
XIX ტური ჩიხურა-ზესტაფონი 3:1
XX ტური ზესტაფონი-სიონი 1:0
XXI ტური ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3
XXII ტური ზესტაფონი-დინამო 2:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 11 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება, ბურთები: 30-20
II ეტაპი
XXIII ტური დილა-ზესტაფონი 2:1
XXIV ტური ზესტაფონი-ტორპედო 0:0
XXV ტური ჩიხურა-ზესტაფონი 1:0
XXVI ტური ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0
XXVII ტური ზესტაფონი-დინამო (თბ) 0:1
XXVIII ტური ზესტაფონი-დილა 0:3
XXIX ტური ტორპედო-ზესტაფონი 1:0
XXX ტური ზესტაფონი-ჩიხურა 1:4
XXXI ტური ზესტაფონი-ზუგდიდი 2:0
XXXII ტური დინამო (თბ)-ზესტაფონი 6:1
II ეტაპი: 10 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება, ბურთები: 5-18
სულ: 32 მატჩი, 12 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება, ბურთები: 35-38
გუნდი
მწვრთნელები: გიორგი ჭიაბრიშვილი (I-III ტური), გიორგი ყიფიანი (IV ტური), დავით მუჯირი/ზაზა ზამთარაძე (V-XVIII ტური), გიორგი მიქაძე (XIX, XXXII ტური), კახა კაჭარავა (XX-XXXI ტური)
მეკარეები: როინ კვასხვაძე - 28 მატჩი, კახაბერ მეშველიანი - 3 მატჩი, ზურაბ მამალაძე - 1 მატჩი;
მცველები: თედორე გრიგალაშვილი - 26 მატჩი, 1 გოლი; თორნიკე გრიგალაშვილი - 26 მატჩი, 1 გოლი; თეიმურაზ ღონღაძე - 23 მატჩი, 1 გოლი; გიორგი კაჭკაჭიშვილი - 19 მატჩი, 1 გოლი; პატრიკ მილხრაუმი - 17 მატჩი, 1 გოლი; ზაალ ელიავა - 8 მატჩი; მალხაზ გაგოშიძე - 8 მატჩი; ორიოლ ლოსანო - 7 მატჩი; მირიან რობაქიძე -2 მატჩი; ნოდარ გაჩეჩილაძე - 1 მატჩი;
ნახევარმცველები: შოთა ბაბუნაშვილი - 25 მატჩი, 3 გოლი; თორნიკე გორგიაშვილი - 22 მატჩი, 7 გოლი; ლევან შარიქაძე - 22 მატჩი, 3 გოლი, თორნიკე აფციაური - 22 მატჩი, 1 გოლი; იგორ იელიჩი - 20 მატჩი, 1 გოლი; ზურაბ მენთეშაშვილი - 15 მატჩი, 2 გოლი; დავით რაჟამაშვილი - 14 მატჩი; ალექსი ბენაშვილი - 12 მატჩი, 2 გოლი; მიხეილ სარდალიშვილი - 8 მატჩი, 2 გოლი; დავით მუჯირი - 6 მატჩი; გურამ სამუშია - 8 მატჩი; ავთანდილ ენდელაძე - 7 მატჩი, დიმიტარ პეტკოვი - 4 მატჩი, ბერდია შარვაძე - 3 მატჩი, 1 გოლი; გიორგი ჭანკოტაძე - 2 მატჩი, გუგა კიკნაძე - 1 მატჩი;
თავდამსხმელები: რატი წინამძღვრიშვილი - 17 მატჩი, 4 გოლი; ბოტი გოა დემელი - 17 მატჩი, 3 გოლი; ოთარ კვერნაძე - 13 მატჩი, 1 გოლი; ლევან კუტალია - 9 მატჩი; ვახტანგ ჭანტურიშვილი - 5 მატჩი; მოჰამედ რეკრუკი - 5 მატჩი, აბაიომი ოვონიკოკო - 3 მატჩი; ილია კერძევაძე - 1 მატჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა