29 წლის გოგუა კარიერას, სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს. ეროვნულ ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ნათამაშები, ბოლო დროს კი თემურ ქეცბაიასთვის ის საინტერესო ფეხბურთელი აღარ არის.
"დინამო", "თბილისი", "ხიმკი", "სატურნი", "ნალჩიკი", "ტერეკი" ,"ვოლგა" - გოგუას, "დილას" გარდა, ამ გუნდებშიც უთამაშია, გამოცდილება არ დაეწუნება და ალბათ, უპრობლემოდ მოძებნის ახალ კლუბს.
"დილასთან" განშორებას 32 წლის დავით კვირკველიაც აპირებსო - ეს ინფორმაცია უფრო ადრე გავრცელდა. ამ მარცხენაფლანგელის
"დილას" გიორგი დევდარიანის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ხოლო, თუ რომელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება გუნდი დამდეგი სეზონისთვის, ამ ყველაფერზე კონკრეტული პასუხი "დილაში" ჯერ არ აქვთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
გოგიტა გოგუა: ქეცბაია და ფიფია ცდილობენ, კარიერა დამინგრიონ!
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!