Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოებად გივი კვარაცხელია და გიორგი ონიანი აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველებად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გივი კვარაცხელია (30%) და ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე გიორგი ონიანი (18.4%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული ცენტრალური მცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 1787-მა ადამიანმა მიიღო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

გივი კვარაცხელია (დინამო თბ) - 536
გიორგი ონიანი (ტორპედო) - 329
ლაშა სალუქვაძე (დილა) - 265
თეოდორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი) - 164
უსტარიცი (დინამო) - 160
ედიკ საჯაია (ჩიხურა) - 149
გულვერდ თომაშვილი (დილა) -
113
ზაზა ჭელიძე (ტორპედო) - 71

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული