ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი 1913"-ს წლეულს საუკუნოვანი იუბილე შეუსრულდა, მაგრამ ფოთში საზეიმო განწყობა სულაც არ სუფევს - ამ ქალაქის გუნდი უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გავიდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა, რასაც კლუბის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა და ბუნდოვანი მომავალი ემატება.

"კოლხეთს" გასულ სეზონში საქმე თავიდანვე ცუდად წაუვიდა - გუნდი ვერაფრით ახერხებდა პირველი გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონატის პირველი ეტაპი ისე ჩაამთავრა, მოგებათა გრაფაში ნული ეწერა. იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო, რომ "კოლხეთი" უძლიერესთა შორის დარჩენას ვერ შეძლებდა.

ჩემპიონატის მეორე ეტაპი ზღვისპირელებმა გაცილებით ხარისხიანად ჩაატარეს და
სამი გამარჯვებაც მოიპოვეს. თუმცა ეს არათუ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, არამედ ბოლო ადგილისთვის თავის დასაღწევადაც არ აღმოჩნდა საკმარისი და მომავალ სეზონს "კოლხეთი" პირველ ლიგაში დაიწყებს.

იმედია, კლუბის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება და ერთ-ერთი უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბი ახლო მომავალში საკუთარ გულშემატკივრებს წარმატებებით გაახარებს. დღეისთვის კი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ "კოლხეთში" არასახარბიელო ვითარებაა.

საუკეთესო მატჩი
მეორე ეტაპზე "კოლხეთმა" რამდენიმე გამოსარჩევი შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც სტუმრად მოპოვებულ ერთადერთ გამარჯვებას უნდა გავუსვათ ხაზი. ფოთელებმა მარტვილში "მერანს" 1:0 სძლიეს.

ყველაზე ცუდი მატჩი
ასეთი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო. მეორე ეტაპიდან უნდა გავიხსენოთ ბოლნისში გამართული მატჩი, რომელიც "კოლხეთმა" დიდი ანგარიშით, 2:6 დათმო.

მეკარე
გასულ სეზონში "კოლხეთის" ღირსება სამმა მეკარემ დაიცვა, რომელთაგანაც ყველაზე მეტი, 14 მატჩი, 25 წლის მიხეილ ხარშილაძემ ჩაატარა.

დაცვა
ჩემპიონატის 32 მატჩში "კოლხეთმა" 56 გოლი მიიღო, რაც უმაღლესლიგელთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ზამთარში გუნდის შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განხორციელდა და ეს პროცესი უკანა ხაზსაც შეეხო.

ნახევარდაცვა
გამოცდილმა გიორგი კრასოვსკიმ (33 წლის) და ომარ გოგონაიამ (23 წლის) "კოლხეთის" მაისური ნახევარმცველთა შორის ყველაზე ხშირად მოირგეს. სისტემატურად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში ზამთარში დამატებული 25 წლის ბრაზილიელი ვიტორ როსინი.

თავდასხმა
გასულ ჩემპიონატში ფოთელებმა მხოლოდ 22 გოლი გაიტანეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 25 გოლით 22 წლის შალვა კვანტალიანი გახდა.

ფოთის კოლხეთის ყველა მატჩი
I ეტაპი
I ტური კოლხეთი-ჩიხურა 0:2
II ტური სიონი-კოლხეთი 0:0
III ტური კოლხეთი-ზუგდიდი 1:1
IV ტური დინამო (თბ)-კოლხეთი 5:0
V ტური კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
VI ტური მეტალურგი-კოლხეთი 2:1
VII ტური კოლხეთი-ტორპედო 1:1
VIII ტური დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1
IX ტური კოლხეთი-მერანი 0:1
X ტური კოლხეთი-დილა 0:3
XI ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0
XII ტური ჩიხურა-კოლხეთი 2:1
XIII ტური კოლხეთი-სიონი 0:1
XIV ტური ზუგდიდი-კოლხეთი 1:0
XV ტური კოლხეთი-დინამო (თბ) 0:2
XVI ტური ზესტაფონი-კოლხეთი 2:1
XVII ტური კოლხეთი-მეტალურგი 2:3
XVIII ტური ტორპედო-კოლხეთი 2:1
XIX ტური კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2
XX ტური მერანი-კოლხეთი 4:0
XXI ტური დილა-კოლხეთი 1:0
XXII ტური კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 1:1
I ეტაპი: 22 მატჩი, 0 მოგება, 4 ფრე, 18 წაგება, ბურთები: 11-43

II ეტაპი
XXIII ტური მეტალურგი-კოლხეთი 1:0
XXIV ტური კოლხეთი-სიონი 2:1
XXV ტური მერანი-კოლხეთი 0:1
XXVI ტური კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:1
XXVII ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:0
XXVIII ტური კოლხეთი-მეტალურგი 0:0
XXIX ტური სიონი-კოლხეთი 6:2
XXX ტური კოლხეთი-მერანი 1:2
XXXI ტური დინამო (ბთ)-კოლხეთი 2:2
XXXII ტური კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0
II ეტაპი: 10 მატჩი, 3 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება, ბურთები: 11-13

სულ: 32 მატჩი, 3 მოგება, 8 ფრე, 21 წაგება, ბურთები: 22-56

გუნდი
მეკარეები: მიხეილ ხარშილაძე - 14 მატჩი, არდალიონ მიქაბერიძე - 11 მატჩი, ლევან ბუბუტეიშვილი - 8 მატჩი;

მცველები:
თემურ ფარულავა - 26 მატჩი, 1 გოლი; გიორგი კილასონია - 24 მატჩი, პავლე დათუნაიშვილი - 19 მატჩი, 3 გოლი; ჯემალ გაბუნია - 18 მატჩი, 1 გოლი; პაატა ცხვიტარია - 17 მატჩი, 2 გოლი; გიორგი კილასონია - 14 მატჩი, გია ჩადუნელი - 12 მატჩი, ზვიად ჩხეტიანი - 11 მატჩი, ლევან კაკულია - 10 მატჩი, გიორგი ტყეშელაშვილი - 8 მატჩი, მამუკა ლორია - 6 მატჩი, სულხან კახიძე - 2 მატჩი;

ნახევარმცველები:
ომარ გოგონაია - 27 მატჩი, 2 გოლი; გიორგი კრასოვსკი - 25 მატჩი, ალექსანდრე ქორჩილავა - 16 მატჩი, 1 გოლი; ლაშა ქებაძე - 16 მატჩი, გიორგი ცხადაია - 13 მატჩი, მიხეილ კობერიძე - 10 მატჩი, თორნიკე მოსიაშვილი - 10 მატჩი, ამირან წაბრია - 10 მატჩი, ვიტორ როსინი - 9 მატჩი, 1 გოლი; ბექა ხოშტარია - 7 მატჩი, ნიკოლოზ სიჭინავა - 4 მატჩი, 1 გოლი; დავით მეგრელიშვილი - 3 მატჩი, ლაშა ჩალაძე - 3 მატჩი, ლუკა ხომასურიძე - 3 მატჩი, ზვიად ჭედია - 1 მატჩი;

თავდამსხმელები: შალვა კვანტალიანი - 28 მატჩი, 5 გოლი; ილია პავლიაშვილი - 16 მატჩი, 2 გოლი; გიორგი ბუხაიძე - 16 მატჩი, 2 გოლი; ზამირ ჯანაშია - 10 მატჩი, 1 გოლი; იაკობ აფხაზავა - 5 მატჩი, ლევან გულუა - 5 მატჩი, ვასილ ღუჭაშვილი - 5 მატჩი, კონსტანტინე ბარამიძე - 4 მატჩი, ირაკლი მოისწრაფიშვილი - 4 მატჩი, ბიძინა გუჯაბიძე - 1 მატჩი, მიხეილ რუსია - 1 მატჩი.

მწვრთნელები: დავით მახარაძე (I-XIII ტური), სოსო ფილია (XIV-XXXII ტური)

ასევე იხილეთ:
"ვიტ ჯორჯია" - უმაღლეს ლიგაში მძლავრი ფინიშის ხარჯზე
ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი
"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი
ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული