გიორგი თექთურმანიძე ცხინვალის "სპარტაკში" იჯარით ითამაშებს

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკი" 16 ივნისს შეიკრიბება, მეორე დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 18 ივნისიდან კი ვარჯიშს დაიწყებს.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს შეკრებაც აქვს დაგეგმილი - 25 ივნისს ბაკურიანში უნდა გაემგზავროს თორმეტი დღით.

"სპარტაკიდან" ჯერ არავინ წასულა. რაც შეეხება მომსვლელებს, მიღწეულია შეთანხმება, რომ ამ გუნდში 22 წლის გიორგი თექთურმანიძე ითამაშებს.

თექთურმანიძე "დინამო თბილისს" ეკუთვნის, წინა სეზონის პირველ ეტაპზე რუსთავის "მეტალურგში" იყო განათხოვრებული და ევროპალიგის შესარჩევშიც ითამაშა.

თექთურმანიძე შემტევი შუახაზელია, ტექნიკური, არაორდინარული გადაწყვეტილებების უნარის მქონე ფეხბურთელი, რომელიც უმცროსი დუშან უჰრინის გემოვნებასა თუ
მონახაზში ვერ ჩაჯდა.

თექთურმანიძე "სპარტაკში" ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს - ასეთია შეთანხმება და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის სპარტაკელი გახდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული