ქუთაისის "ტორპედომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
14 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარი ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა.

კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან ფხაკაძემ თავდაპირველად გუნდის ახალ კურსზე ისაუბრა; გია გეგუჩაძის თაოსნობით, მადლობა გადაუხადა ყოფილ სამწვრთნელო შტაბს თითქმის 2-წლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ "ტორპედო" უფრო მაღალ მიზნებს ისახავს, ვიდრე წინა წლებში.

მიკროფონთან სიტყვით გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილიც გამოვიდნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემდეგ კი ახალწვეული ფეხბურთელების წარდგენაც დაიწყო.

მაშ ასე, მაისურის ნომრის შესაბამისად, გთავაზობთ წარდგენილ ახალწვეულებს: #25 ბაჩო
მიქავა, #22 დავით მთივლიშვილი, #3 რევაზ ჩიტეიშვილი, #27 გიორგი გაბაძე, #17 ომარ პატარკაციშვილი, #23 ერეკლე სულთანიშვილი, #18 გიორგი გოროზია, #99 ლუკა კიკაბიძე, #9 დავით ჯიქია, #32 თორნიკე კაპანაძე, #13 ნიკა ჭანტურია, #80 დავით უბილავა, #30 ალეკო მზევაშვილი.

პრეზენტაციას არ ესწრებოდა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია, რომელიც ახალი სეზონიდან ასევე ქუთაისური გუნდის მაისურს მოირგებს.

წარდგენის ოფიციალურ ნაწილს ალა ფურშეტი მოჰყვა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს ის ნიკა ჭანტურია და ეს ის ლუკა ზარანდია არ არის ვიტომ ვიტესს რომ მიყავდა დაჯე ჭანტურია არსენალს მიყავდა, დაიწუნეს ბიჩებმა ვიტესი და აგერ ვიხილეტ ტორპედოში
dudu
11:16 17-06-2013
0
ესენი ხომ რას ამბობთ სულ არ მოიტხოვენ ფულს, დააცადეთ ერთი წელიწადი და დაინახავთ პულსაც მოიტხოვენ და ულტიმატუმებსაც წაუყენებენ ფაფხაკაძეებს
nini
11:14 17-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული