ქუთაისის "ტორპედომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
14 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარი ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში საზოგადოებას გუნდის ახალი წევრები წარუდგინა.

კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან ფხაკაძემ თავდაპირველად გუნდის ახალ კურსზე ისაუბრა; გია გეგუჩაძის თაოსნობით, მადლობა გადაუხადა ყოფილ სამწვრთნელო შტაბს თითქმის 2-წლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ "ტორპედო" უფრო მაღალ მიზნებს ისახავს, ვიდრე წინა წლებში.

მიკროფონთან სიტყვით გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილიც გამოვიდნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემდეგ კი ახალწვეული ფეხბურთელების წარდგენაც დაიწყო.

მაშ ასე, მაისურის ნომრის შესაბამისად, გთავაზობთ წარდგენილ ახალწვეულებს: #25 ბაჩო
მიქავა, #22 დავით მთივლიშვილი, #3 რევაზ ჩიტეიშვილი, #27 გიორგი გაბაძე, #17 ომარ პატარკაციშვილი, #23 ერეკლე სულთანიშვილი, #18 გიორგი გოროზია, #99 ლუკა კიკაბიძე, #9 დავით ჯიქია, #32 თორნიკე კაპანაძე, #13 ნიკა ჭანტურია, #80 დავით უბილავა, #30 ალეკო მზევაშვილი.

პრეზენტაციას არ ესწრებოდა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია, რომელიც ახალი სეზონიდან ასევე ქუთაისური გუნდის მაისურს მოირგებს.

წარდგენის ოფიციალურ ნაწილს ალა ფურშეტი მოჰყვა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ფხაკადძეებმა საერთოდ გააფრინეს ,გონია, რას ერჩოდა ქუტაისსს ვერ გავიგე, ეს ახალგაზრდები კი ლოკომოტივსაც მშვენივრად ირგებდნენ
soso
22:27 14-06-2013
0
ფხაკაძეებს საერტოდ უნდატ მე მგონი ნელნელა გასვლა ამ საქმიდან და იმას აკეტებენ სცორედ რა არის აქ გაურკვეველი
shako
22:28 14-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული