გიორგი ბერიაშვილი და გრიგოლ დოლიძე გორის "დილაში"?

AutoSharing Option
გორის "დილა" დამდეგი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და გასულ უქმეებზე პირველი საკონტროლო შეხვედრაც გამართა - საგურამოს ბაზაზე საჩხერის "ჩიხურას" მეორე გუნდს ეთამაშა და 2:1 დაამარცხა.

"დილას" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ზუროშვილი, ი. ლომიძე, ბერუაშვილი, ვ. ხორგუაშვილი, ჯიშკარიანი, ლობე, დიასამიძე, წიქარიძე, შუშიაშვილი, გოგინაშვილი, სადაღაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ო. მაისურაძე, ოქროპირიძე, ლ. ლომიძე, ჩხიკვაძე, კურმაშვილი.

გორელთაგან ორივე გოლი რომან გოგინაშვილმა გაიტანა. ამ 29 წლის მარჯვენაფლანგელს წინა სეზონში თითქმის არ უწევდა თამაში და ვინძლო "დილას" ახალ მწვრთნელ გიორგი დევდ
არიანს
მოაწონოს კიდეც თავი.

"ჩიხურას" მეორე გუნდთან არ უთამაშიათ "დილას" იმ ფეხბურთელებს, ვის კისერზეც გადაიარა წინა სეზონმა. ყველა მათგანს "დილასთან" კონტრაქტი დასრულებული აქვს და ახლა მიდის მოლაპარაკება ახალ პირობებზე. "დილას" ახლა სხვა დაფინანსება აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა და ცხადია, იმავე პირობებს ალბათ ვეღარ შესთავაზებს ფეხბურთელებს. კლუბში იმედი აქვთ, რომ წინა სეზონის ბირთვი შენარჩუნებული იქნება.

"დილა" ახალი ფეხბურთელების დამატებასაც გეგმავს, მათ შორის, ქუთაისის "ტორპედოს" ორი ყოფილი მოთამაშის - გრიგოლ დოლიძე და გიორგი ბერიაშვილი შესაძლოა, დევდარიანის გუნდში ჩაირიცხონ.

30 წლის დოლიძე მარჯვენაფლანგელია, სწრაფი ფლანგური იერიშებით გოლის გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემის შესრულებაც. წინა სეზონში მან ხუთი ბურთი გაიტანა და უამრავი საგოლე პასიც ჩამოარიგა.

2012-13 წლების სეზონი წარმატებული იყო ბერიაშვილისთვისაც. ამ 26 წლის თავდამსხმელმა ცხრა გოლი შეაგდო და ამის გარდა, ძალიან სასარგებლოდ ირჯებოდა "ტორპედოსთვის" - ბურთის მოგდება, შემაგრება და გუნდის "ამოყვანა" ბერიაშვილს ჩინებულად ეხერხება.

დოლიძესა და ბერიაშვილს სხვა გუნდებიდანაც აქვთ შემოთავაზება და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა "დილაში", როგორც ტრანსფერების, ასევე სხვა საკითხების მხრივ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული