რევაზ არველაძე: თან­ხა ყვე­ლა კლუბ­მა თა­ნაბ­რად უნ­და მი­ი­ღოს

AutoSharing Option
17 ივნისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ლე­ვან ყი­ფი­ან­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. მან ის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­წე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ასა­ხავს.

ჟურ­ნა­ლის­ტებს დაგ­ვი­რიგ­და პრესრე­ლი­ზი, სა­დაც ამო­იკითხავ­დით შვიდ თვე­ში გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს, ოღონ­დაც იქ არა­ფე­რი ეწე­რა ფეხ­ბურ­თ­ზე.

აპ­რი­ლის ბო­ლოს, "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვან ყი­ფი­ან­მა ისიც თქვა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურთს არ მი­ა­ტო­ვებს და სა­ა­მი­სო პროგ­რა­მა უახ­ლო­ეს ხან­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბაო.

პრეს­კონ­ფე­რე­ნ­ცი­ა­ზე მი­ნისტრს სა­ფეხ­ბურ­თო კითხ­ვე­ბიც და­უს­ვეს (იხილეთ ვრცლად).

ყი­ფი­ა­ნის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­დან ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ვი­ნაცვ­ლეთ, რად­გან მი­ნის­ტ­რ­მა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც ახ­სე­ნა.

ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ
მდი­ვან რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა და­ვუს­ვით.

- დახ­მა­რე­ბა კლუ­ბებს და ამის კონ­ცეფ­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვა - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობთ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან?
- გვქონ­და შეხ­ვედ­რა სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­თან. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კითხი მი­მო­ვი­ხი­ლეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამა თუ იმ თე­მა­ზე ერ­თი და იგი­ვე პო­ზი­ცია გვაქვს.

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნის ნათ­ქ­ვა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის კლუ­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი კონ­ცეფ­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ეს პრო­ექ­ტი ძა­ლა­ში შე­ვი­დეს 2014-15 წლე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო სე­ზო­ნის­თ­ვის - მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს დრო ლო­გი­კუ­რია.

ცხა­დია, პრო­ექ­ტი კლუ­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას მო­ი­ცავს.

- სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა დღეს გა­ნაცხა­და, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ფე­დე­რა­ცი­ა­საც და­ე­კის­რე­ბა. იქ­ნებ კონ­კ­რე­ტუ­ლად გან­გ­ვი­მარ­ტოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი?
- ფე­დე­რა­ცი­ის რო­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ასე ვთქვათ, თა­მა­შის წე­სე­ბი უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ. თუ კლუ­ბე­ბი მი­ი­ღე­ბენ გარ­კ­ვე­ულ თან­ხას სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნ­და აიღონ და გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რიუ­მე­ბიც დად­გინ­დეს. კლუ­ბე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი ფუ­ლის გან­მ­კარ­გა­ვი ფე­დე­რა­ცია არ უნ­და იყოს, ოღონ­დაც კლუ­ბებ­მა ეს თან­ხა სწო­რად უნ­და და­ხარ­ჯონ.

- დახ­ლო­ე­ბით რა თან­ხას მი­ი­ღე­ბენ კლუ­ბე­ბი 2014-15 წლე­ბის სე­ზო­ნის­თ­ვის - ეს ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი?
- ეს არ შე­იძ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი იყოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თ­ვის. თუ კლუ­ბე­ბი ფულს მი­ი­ღე­ბენ, თან­ხა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნა­წილ­დეს პირ­ვე­ლი ლი­გის კლუ­ბებ­ზეც.

- თან­ხის სწო­რად და­ხარ­ჯ­ვა­ში რას გუ­ლის­ხ­მობთ?
- უმაღ­ლე­სი ლი­გის კლუბს უნ­და ჰყავ­დეს სა­მი ასა­კობ­რი­ვი გუნ­დი, კლუ­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი უნ­და იყოს დაზღ­ვე­უ­ლი, ყვე­ლა კლუბს უნ­და ჰქონ­დეს შეკ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა... ანუ თან­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ კლუ­ბებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

- თან­ხის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი - რო­გო­რია ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ზი­ცია?
- თან­ხა ყვე­ლა კლუბ­მა თა­ნაბ­რად უნ­და მი­ი­ღოს. თუ პრე­მი­ა­ლუ­რი თან­ხაც გა­მო­ი­ყო­ფა, ის უკ­ვე სპორ­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და გა­ნა­წილ­დეს კლუ­ბებ­ზე.

- საპ­რი­ზო ფონ­დი უკ­ვე არ­სე­ბობს...
- ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ წლე­ულს ერ­თი მი­ლი­ო­ნი ლა­რი გა­ა­ნა­წი­ლა წარ­მა­ტე­ბულ კლუ­ბებ­ზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაშორეთ რა ეს ... ფედერაციას
lasha
16:24 18-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული