სამტრედიელების გაღიზიანება რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია. მე-6 წუთზე კირკიტაძემ მარცხენა ფლანგზე ბეჭვაია ჩამოიცილა, საჯარიმოში მეურვემ ჯერ ხელით
არასახარბიელო ფინანსური და სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, სამტრედიელები ბედს არ ეგუებიან და ყოველ მატჩში დიდი ჟინით იბრძვიან. მასპინძლებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ და ბოლომდე დაიხარჯნენ. საგოლე მომენტები ”ვიტ ჯოჯრიასაც" ჰქონდა. სტუმრები სახიფათოდ უტევდნენ, განსაკუთრებით ლიპარტია და ჩიმაკაძე აქტიურობდნენ. პირველად კარის მიმართულებით სწორედ სტუმრებმა დაარტყეს. ბეჭვაიას ფლანგური ჩაწოდება, ჩიმაკაძის თავური და ბურთიხარიხას გადასცდა. მე-8-ე წუთზე ამ დუეტმა ანალოგიური საფრთხე შექმნა, მაგრამ ამჯერად ძაგანიამ იყოჩაღა. მანვე ჩიმაკაძეს ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ წაართვა.
ზემოხსენებული ორი სადავო ეპიზოდის გარდა მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ. მაგრამ ჯერ კვერენჩხილემ ”მაკრატელათი", შემდეგ გოგიამ ააცილა მიზანს, 36-ე წუთზე კი კვერენჩხილაძის დარტყმული მიქაბერიძემ ნახტომით მოიგერია.
მასპინძლებს მეორე ტაიმშიც ვეტერანი ჩომახიძე ”დირიჟორობდა". 52-წუთზე მისი ჩაწოდებით კვერენჩხილის თავური მიქაბერიძემ კვლავ მოიგერია. მალევე ჩომახიძემ ჯარიმიდან ჩააწოდა, ტყემალაძემ ვარდნაში დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.
სტმრებმა 57-ე წუთზე სწრაფი კობინაცია გაითამაშეს, კლიმიაშვილმა გურეშიძეს ჩააწოდა, ამან ლიპარტიას, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს. იქვე სამტრედიელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ, როცა გურეშიძემ ჩიმაკაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ძაგანიამ ფეხებში ვარდნით არ მისცა დარტყმის საშუალება. მოკლედ, ვიტელებმა ორი კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან. როგორც ხდება ხოლმე, ”ვერ გაიტან, გაგიტანენ"... 63-წუთზე სტუმრებმა კაკალაძე ზედ საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს წააქციეს, ნაბიჯიც და პენალტი იქნებოდა, თუმცა გამოცდილმა ჩომახიძემ ჯარიმა პენალტივით შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მალევე კაკალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა _ თბილისელები ძელმა იხსნა. თანაბარ ბრძოლაში გატანის შანსი ვიტელებს კიდევ რამდენჯერმე წაართვა მეკარემ. შეცვლაზე შესული ბაკარანძე მეკარესთან შეხებისას წაიქცა და მასპინძლები კვლავ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრი ისევ შეუვალი იყო. ამას კვლავ მაყურებელთა აგრესია მოჰყვა, თუმცა, რადგან მატჩი ”სამტრედიამ" მოიგო გახარებულ ქომაგებს მსაჯები აღარც გახსენებიათ.
მატჩის შემდეგ
მერაბ კოჭლაშვილი: ”შესაძლოა, თამაშის ხარისხი არ იყო მაინცდამაინც სასურველი, მაგრამ მატჩი საკმაოდ დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. საგოლე მომენტები ორივე მხარეს იყო და უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა. კარგი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ."
გელა სანაია: ”ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშით მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის. რაც შეეხება მსაჯობას, ფაქტია, რომ უკეთესობის სურვილს ტოვებდა."
სამტრედია – ვიტ ჯორჯია 1:0
სამტრედია. ე.მანჯგალაძე: 1800 მაყურებელი
4-4-2 1:0 ჩომახიძე (63)
სამტრედია ვიტ ჯორჯია
4-3-2-1
ძაგანია მიქაბერიძე
კუპრეიშვილი ბეჭვაია
გოგია ადამაძე
ხუმარაშვილი ლომაია
კირთაძე ღანიაშვილი
ჩომახიძე გურეშიძე
ქებაძე მაისაშვილი
ტყემალაძე ვასაძე
კირკიტაძე კლიმიაშვილი
კაკალაძე ლიპარტია
კვერენჩხილაძე ჩიმაკაძე
მწვრთნელი: გ.სანაია მწვრთნელი: მ.კოჭლაშვილი
სამტრედია
58. კვერენჩხილაძე-ბაკარანძე
85. ჩომახიძე-ბაკურაძე
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, თ.შალიკაშვილი, გუჩუა, ნინუა, ეცადეიშვილი
ვიტ ჯორჯია
67. გურეშიძე-ჯანელიძე
84. მაისაშვილი-ზაქრაძე
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, ჭანკვეტაძე, ხურცილავა, კასრაძე
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (50)
გაძევება: მესიაჩენკო (46. სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი